რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

გადამწყვეტი ბრძოლა საბა ინანეიშვილმა იან სპაიკერსს მოუგო.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიას (4:0), საფრანგეთსა (4:2) და თურქეთს (4:2) სძლიეს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

Gizo
ჩვენ რომელიმე ტელევიზიას ქონდა რეპორტაჟი? რაღაც ვერ ვიპოვე ...
სოსო
იუთუბიზე,რუსულ ენოვან რეპორტაჟს ვუყურებდი და რუსეთმა მესამე ადგილისათვის ჭიდაობა რომ მოიგო და მომდევნო მესამე ადგილისათვის ბრძოლა დაიწყო,ხმა მთლიანად ჩაუწყვიტეს გადაცემას.ასე იყო ბოლომდე ხმაგათიშული და არც ჰიმნის დროს ჩართული.რა ვიცი,ჩემი აზრით,სწორედ ჰიმნის გამო გათიშეს ხმა,თორემ მერე ინგლისურ ენოვანზე გადავრთე და იქ ხმა,ჩვეულებრივ ჰქონდა.ვულოცავ ჩვენ ნაკრებს,ამ დიდ გამარჯვებას და ვისაც ჰგონია,რომ ჩვენი გოგონები ვერ ეხმარებიან ბიჭებს,მათ შევახსენებ,რომ ფინალამდე ყველა წინასწარ შეხვედრაში,გოგოებმაც მოგვიტანეს გამარჯვებები.ასე რომ ფინალამდე,მათმა გამარჯვებებმაც მიგვიყვანა და თუ ჰოლანდიის ძალიან ძლიერ ქალთა გუნდთან ვერ გაიმარჯვეს,ესეც დროებითია.ისე გულიანად ჭიდაობენ და ისე საგრძნობლად უმატებენ,რომ ძალიან მალე,უკვე მათთანაც გაგვიჩნდება შანსები.თუ არადა ვერცხლის მედლის აღება,ცოტა იქნებოდა?აგერ რუსებს რა მაგარი გუნდი ჰყავთ,ბიჭებშიც და გოგოებშიც,მაგრამ ახალგაზრდულებშიც ვაჯობეთ და აქაც გავასწარით.თანაც შემადგენლობაც ახალგაზრდული გვყავდა.აბუ დაბიში,გრანდსლემზე,ლაშა შავდათუაშვილმაც იჭიდავა და მესამე ადგილი აიღო.ჯერ მოლდაველთან დამატებითი დრო,6,39 წუთი იჭიდავა და მაშინღა გააფრთხილა მესამედ,მთელი ბრძოლის განმავლობაში,მხოლოდ დაცვაში მდგარი მეტოქე,მსაჯმა.არადა მანამდე,მსაჯმა უკვე პირველივე წუთზე 2-2-ჯერ გააფრთხილა ორივე.მერე რუსთან 6,50 წთ.იჭიდავა დამატებითი დრო და ნახევარფინალში 4,48 წთ ჭიდაობის შემდეგ წააგო უზბეკთან,უკვე არაქათ გაცლილმა.მესამე ადგილისთვისაც თითქმის 3 წუთი იჭიდავა,დამატებითი დრო,მაგრამ დასვენებულმა, უკვე შესძლო და გაიმარჯვა.
Dima
უნდა ვაღიარო ბოლოს გაგვიმართლა გოგოების წონა რომ არ ამოვიდა თორემ დიდი ალბათობით წავაგებდით
გიზო რაჭველი
რა კარგები ხართ, თქვენ გენაცვალეთ! გაუმარჯოს საქართველოს!
გიზო რაჭველი
რა კარგები ხართ, თქვენ გენაცვალეთ.
ელგუჯა
ერთმა ვერ მოიგო ფინალში არა და ბოლოს რო ქალი ამოსულიყო წასული იყო ჩვენი საქმე
S.K.K.
მაინც ხომ გიტირეთ დედა საერთაშორისო მაფიოზებო, ევროპის ჩემპიონატი შერეულად რომ გადააკეთეთ (ჩვენს წინააღმდეგ), ვენაცვალე ჩვენ გოგოებს!!!
max
გოგოებმა ვერ გამახარეს(((
SL
მაგრად გავიხარე!!!! თქვენ გენაცვალეთ გულებში!!!
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა