მორიგი დანაკლისი - პარიზის გრანდ სლემს კიდევ 2 ქართველი გამოაკლდა

AutoSharing Option
5-6 თებერვალს ქართველი ჯუდოკების პარიზის გრანდ სლემზე მონაწილეთა რაოდენობა 8-დან 6-მდე შემცირდა.

განაცხადს თემურ ნოზაძე (-60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ) გამოაკლდნენ.

თავდაპირველად საქართველოს სახელით 13 სპორტსმენი უნდა გამოსულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ჩვენი გუნდის მონაწილეების რაოდენობა ჯერ 8-მდე შეამცირა, ხოლო მოგვიანებით - 6-მდე. მიზეზი ორმხრივია: პირველი - კოვიდის დადასტურება, ხოლო მეორე - საფრანგეთში დაწერებული ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, საჭიროა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოგეხსენებათ, აქამდე პსრ-ტესტის პასუხიც საკმარისი იყო.

ამრიგად, საქართველოს სახელს დაიცავენ:

-60 - ჯაბა პაპინაშვილი

-66 - ვაჟა მარგველაშვილი

-73 - ლაშა შავდათუაშვილი

-81 - ტატო გრიგალაშვილი

-90 - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტას წავივარჯიშებ და წამიყვანეთ, აბა აღარ დარჩა არავინ!...
buba
10:57 03-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული