პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემზე -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

30 წლის გორელმა ძიუდოისტმა პარიზის გრანდ სლემი პირველად მოიგო.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ბრაზილიელი სეზარ კოდა, ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი დაამარცხა.

დღეს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

6 თებერვალს პარიზის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავთ!!! მომავალი წარმატებების იმედია!!!
tngh
06 თებერვალი 2022 14:31
0
ვულოცავ, იმედია პოლიტიკაში არ ჩაითრევენ.
სააკაძე
06 თებერვალი 2022 08:37
1
გასამა ტალახაძე,ბექაური,შავდათუაშვილი. გფარავდეთ სამების ძალი და მადლი ასახელეთ სამშობლო და ოჯახები.( სამი ლაშა)
კახა
06 თებერვალი 2022 06:12
1
ამ ბიჭის წარმატება ძალიან მახარებს, ჩემპიონობის მიუხედავად ისევ უბრალო ადამიანად რომ დარჩა ორმაგად დასაფასებელია…
Musenbezi
06 თებერვალი 2022 00:38
0
წარმატებები ლაშას. ძალიან დიდი სპორტსმენი და კიდევ უფრო დიდი ადამიანი. მას უნდა მიბაძოს ძიუდოისტთა ახალმა თაობამ. შრომა, შრომა და კიდევ შრომა. შედეგიც სახეზეა. მასზე სტაბილური სპორტსმენი საქართველოს არ ყავს დღეს.
გიორგი
05 თებერვალი 2022 23:55
1
ისტორიას წერს ეს მაგარი კაცი, მაგარი ხარ ლაშა...
ირაკლიუსი
05 თებერვალი 2022 23:39
0
ეს ბიჭი ლეგენდააა მოქმედი ლეგენდა. ახალგაზრდებმა უნდა მიბაძონ!!! ყველაფერი მოიგო და მოტივაცია არ დაუკარგავს.
ბოკინიო
05 თებერვალი 2022 23:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული