პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემზე -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

30 წლის გორელმა ძიუდოისტმა პარიზის გრანდ სლემი პირველად მოიგო.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ბრაზილიელი სეზარ კოდა, ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი დაამარცხა.

დღეს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

6 თებერვალს პარიზის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავთ!!! მომავალი წარმატებების იმედია!!!
tngh
14:31 06-02-2022
0
ვულოცავ, იმედია პოლიტიკაში არ ჩაითრევენ.
სააკაძე
08:37 06-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული