პარიზის გრანდ სლემი. გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემის მეორე საასპარეზო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სოტარი ფუჯივარასთან იპონით დამარცხდა. ტატომ ამ ტურნირზე მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გადამწყვეტ ბრძოლამდე გრიგალაშვილმა ფრანგი ტიზიე გნამიენი ვაზარით, კანადელი ფრანცის გაუტიერი იპონით, ხოლო ბელგიელი სამი ჩოუჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ბექა ღვინიაშვილი (90კგ ) უზბეკ დავლათ ბობონოვთან ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად ვერ გავიდა და მედლის გარეშე დარჩა.

იქამდე ღვინიაშვილმა ფრანგი ენიელ კაროლი და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) პირველივე დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა მასპინძელ ალექსის მატიესთან.

შეგახსენებთ, გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქალბატონებო და ბატონებო..გუშინ დიდი სიამოვნება მივიღე ძიუდოში პარიზის დიდი მუზარადის ყურებით...გილოცავ ძმაო ლაშა კიდევ ერთ ოქროს მედალს....მართლა საოცარი ვაჟკაცი ხარ..ლეგენდა არ არის გადაჭარბებული თიკუნი შენთვის...ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა,,,,,,ალბათ სპორტში ჩახედული ხალხისთვის ცალსახად გასაგებია თუ რამდენად შრომატევადია იყო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ...გამუდმებული წნეხის ქვეშ იყოლიო მოწინააღმდეგე... არა აქვს მნიშვნელობა ძირითად თუ დამატებით ოქროს დროში...ძიუდოს ტექნიკური არსენალის ვირტუზულ ფლობას რომ თავი დავანებოთ მოწინააღმდეგის იძულება მხოლოდ თავის დაცვაზე იფიქროს და გაფაციცებით ეძიოს გამოსავალი ლაშას ნაკარნახევით დადგმული მიზანსცენებიდან!!!!გასაგებია რომ ზემოთქმული იწვევს დამთრგუნველ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და უშანსობის განცდას....რაც დრო გადის ლაშა დაღვინებასთან ერთად სულ უფრო ხვეწს ბრძოლის სცენარს და ძალიან დიდ იმედს გვაძლევს რო უკვე პარიზის ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალს აიღებს....ასევე მინდა მიულოცო ჯაბას და ვაჟას ბრინჯაოს მედლები..მე ალბათ ობიექტურობის განსახიერება ვერ ვიქნები მაგრამ!!!ჩემი გადმოსახედიდან ორივეზე უფრო უპრიანი იყო ფინალში გასვლა არა იმიტომ რომ ჩემი თანამემამულეები არიან!!! არამედ ორივემ უკეთესად იჭიდავეს ნახევარფინალი...არ მინდა ვინმეს დავაბრალო და შორს წავიდე ანალიზში..ამას ბატონი ირაკლი თავაძე უკეთ გააკეთებს...მაგრამ!!! ძიუდო სპორტია და ხანდახან პლანეტების პარადი და მზეზე ქარიშხალი სხვა მიმართულებიტ ატრიალებენ ბედის ბორბალს..გილოცავთ ძმებო. დამსახურებულ მედლებს...ახლა კი ორიოდე სიტყვით დღევანდელი დღის წაღმა-უკუღმა ტრიალზე.,...არსენა ჩემო ნათლულო ( ტატო) რეფერიმ აშკარად დაგაკლო იაპონელის შიდო ( ჩემი გაგებით) შენ სულ უტევდი და იაპონელს არ უნდა ასცდენოდა სამი გაფრთხილება...სპორტში ყველაფერი ხდება და არ მინდა ძალიან ტენდეციურობაში დამდონ ბრალი...შენ მართლა გრიგალივით შემოიჭერი ძიუდოს სამყაროში და იმედი მაქვს ოლიმპიური ჩემპიონობას პარიზში. ვერავინ შეგეცილება.. ძალიან მომეწონა შენი თავაზიანობა და ვაჟკაცური მოქცევა ტატამზე...აფერუმ!!!...არ ვიცი რამ გამოიწვია ფიზიკური კონდიციების შესამჩნევი დაქვეითება ამ ტურნირზე...ვიცი შენ ყველაფრი გეხელმწიფება და ვერაფერი შეგიშლის ხელს ოლიმპის მწვერვალზე ასვლაში!!!!...
.ბექა ....ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან გვიყვარხარ მე და ჩემს მეგობრებს...შენ ალბათ ულაპარაკოდ ერთერთი უძლიერესი ძიუდოსტი ხარ ბოლო 7-8 წელია მსოფლიოში ( თუ არ ვცდები სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში და ახალგაზრდებში)....ამ ბოლო დროს ძალიან გააჭირეს საქმე გაუთავებელი წესების შეცვლით...შენმა მეტოქემ ნახევარფინალში რა წავილ -კივილი ატეხა და მერე და თითქოს ბავშვი შვა ..რამდენიმე წამში ტკივილიც დაავიწყდა და ყინჩად დადგა..არ გეკადრება ოღლან....საყრდენი ფეხი გამოკრაო...ბოდიში საყრდენი ფეხი უნდა გამოკრა რომ წონასწორობა დააკარგვინო აბა მეზობელს ან ტრიბუნაზე მჯდომ გულშემატკივარს ხომ არ გამოკრავ ფეხს......ბექა ...,უსამართლობას ჰქონდა ადგილი ..მაგრამ მე მჯერა სანთელ საკმეველი ....შენ აუყცილებლად მიაღწევ მწვერვალს..დაგვილოცნიხარ ძმაო ...ისე მერამდენე წელია ჩემს ახლობლებს და მეზობლებს ვაშინებ მაცი ხვიტიას ყვირილით..ძმებო ხო წარმოგიდგენიათ ზაალიშვილი..ლიპო ..თუში და ძმანი მისნი რომ ყოფილიყვნენ კიდევ რამდენს დაუფრთხობდი ძილს!!! თქვენ ძმებო სიხარულის მიზეზი მოგვეცით...მეზობლებს მე გავცემ პასუხს..გაიხარეთ და გაგვახარეთ ძმებო...დამილოცნიხართ..ამინ
ნუგზარ ნუცუბიძე
09 თებერვალი 2022 02:14
0
რამდენჯერ შეიძლება ერთიდაიგივე შეცდომა გაიმეორო?
პპპ123
07 თებერვალი 2022 08:32
0
ძალია კარგია, მაგრამ ზოგჯერ ნაჩქარევად მოუმზადებელი უტევს და მეტოქეც სარგებლობს. იაპონელმა ასე მოუგო.
ჯუჯი
07 თებერვალი 2022 00:48
0
ნიჭიერია მაგრამ, რო ეძახიან არ გინდა არ შეხვიდე ილეთზე უნდა გაიგონოს, დარჩება მარადიულ ამაომავალ ვარსკვლავად ასე თუ გაგრძელებს,
ნუკრი
07 თებერვალი 2022 00:17
1
არა უშავს ტატო - ცოტა ფიზიკურ ვარჯიშს მოუმატამე, იაპონელენისათვის რაღაც შეიმუშავეთ,
გუჯეჯიანის მჯერა...2,3 ილეთს მაგრად დაგამუშავებინებთ - იაპონელებზე მაგრად უნდა დაიგეშოთ.
გლახუნა
07 თებერვალი 2022 00:00
0
ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენია. სამუშაო აქვს მასთან პირად და ნაკრების მწვრთნელებს. აშკარად საფრთხეა რომ დაიკარგოს. თუ წაგებულის კომპლექსი დაემართა იაპონელებთან დიდი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. ძალიან მომწონს მისი ჭიდაობის სტილი და იმედი მაქვს რომ ყველა მედალს მოიყოვებს. წარმატებები ტატოს
გიორგი
06 თებერვალი 2022 23:27
0
ღვინიაშვილმა ბრინჯაოსთვის რატომ ვერ იჭიდავა? მიზეზი რა არის
გელა
06 თებერვალი 2022 22:19
1
იქნებ, ვინმე პროფესიონალმა ამიხსნას, რა დააშავა ღვინიაშვილმა? კუნთზე მოუჭირა, ფეხზე უჩქმიტა თუ ფრჩხილი ჩაარჭო? :)))
ბესო შიოშვილი
07 თებერვალი 2022 17:04
0
ღვინიაშვილი მოხსნეს აკრძალული ილეთისათვის
: )))))))
07 თებერვალი 2022 00:36
3
მომავალი ღვინიაშვილია
giga
06 თებერვალი 2022 21:29
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული