პარიზის გრანდ სლემის მეორე საასპარეზო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სოტარი ფუჯივარასთან იპონით დამარცხდა. ტატომ ამ ტურნირზე მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გადამწყვეტ ბრძოლამდე გრიგალაშვილმა ფრანგი ტიზიე გნამიენი ვაზარით, კანადელი ფრანცის გაუტიერი იპონით, ხოლო ბელგიელი სამი ჩოუჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ბექა ღვინიაშვილი (90კგ ) უზბეკ დავლათ ბობონოვთან ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად ვერ გავიდა და მედლის გარეშე დარჩა.

იქამდე ღვინიაშვილმა ფრანგი ენიელ კაროლი და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) პირველივე დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა მასპინძელ ალექსის მატიესთან.

შეგახსენებთ, გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნუგზარ ნუცუბიძე
ქალბატონებო და ბატონებო..გუშინ დიდი სიამოვნება მივიღე ძიუდოში პარიზის დიდი მუზარადის ყურებით...გილოცავ ძმაო ლაშა კიდევ ერთ ოქროს მედალს....მართლა საოცარი ვაჟკაცი ხარ..ლეგენდა არ არის გადაჭარბებული თიკუნი შენთვის...ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა,,,,,,ალბათ სპორტში ჩახედული ხალხისთვის ცალსახად გასაგებია თუ რამდენად შრომატევადია იყო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ...გამუდმებული წნეხის ქვეშ იყოლიო მოწინააღმდეგე... არა აქვს მნიშვნელობა ძირითად თუ დამატებით ოქროს დროში...ძიუდოს ტექნიკური არსენალის ვირტუზულ ფლობას რომ თავი დავანებოთ მოწინააღმდეგის იძულება მხოლოდ თავის დაცვაზე იფიქროს და გაფაციცებით ეძიოს გამოსავალი ლაშას ნაკარნახევით დადგმული მიზანსცენებიდან!!!!გასაგებია რომ ზემოთქმული იწვევს დამთრგუნველ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და უშანსობის განცდას....რაც დრო გადის ლაშა დაღვინებასთან ერთად სულ უფრო ხვეწს ბრძოლის სცენარს და ძალიან დიდ იმედს გვაძლევს რო უკვე პარიზის ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალს აიღებს....ასევე მინდა მიულოცო ჯაბას და ვაჟას ბრინჯაოს მედლები..მე ალბათ ობიექტურობის განსახიერება ვერ ვიქნები მაგრამ!!!ჩემი გადმოსახედიდან ორივეზე უფრო უპრიანი იყო ფინალში გასვლა არა იმიტომ რომ ჩემი თანამემამულეები არიან!!! არამედ ორივემ უკეთესად იჭიდავეს ნახევარფინალი...არ მინდა ვინმეს დავაბრალო და შორს წავიდე ანალიზში..ამას ბატონი ირაკლი თავაძე უკეთ გააკეთებს...მაგრამ!!! ძიუდო სპორტია და ხანდახან პლანეტების პარადი და მზეზე ქარიშხალი სხვა მიმართულებიტ ატრიალებენ ბედის ბორბალს..გილოცავთ ძმებო. დამსახურებულ მედლებს...ახლა კი ორიოდე სიტყვით დღევანდელი დღის წაღმა-უკუღმა ტრიალზე.,...არსენა ჩემო ნათლულო ( ტატო) რეფერიმ აშკარად დაგაკლო იაპონელის შიდო ( ჩემი გაგებით) შენ სულ უტევდი და იაპონელს არ უნდა ასცდენოდა სამი გაფრთხილება...სპორტში ყველაფერი ხდება და არ მინდა ძალიან ტენდეციურობაში დამდონ ბრალი...შენ მართლა გრიგალივით შემოიჭერი ძიუდოს სამყაროში და იმედი მაქვს ოლიმპიური ჩემპიონობას პარიზში. ვერავინ შეგეცილება.. ძალიან მომეწონა შენი თავაზიანობა და ვაჟკაცური მოქცევა ტატამზე...აფერუმ!!!...არ ვიცი რამ გამოიწვია ფიზიკური კონდიციების შესამჩნევი დაქვეითება ამ ტურნირზე...ვიცი შენ ყველაფრი გეხელმწიფება და ვერაფერი შეგიშლის ხელს ოლიმპის მწვერვალზე ასვლაში!!!!... .ბექა ....ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან გვიყვარხარ მე და ჩემს მეგობრებს...შენ ალბათ ულაპარაკოდ ერთერთი უძლიერესი ძიუდოსტი ხარ ბოლო 7-8 წელია მსოფლიოში ( თუ არ ვცდები სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში და ახალგაზრდებში)....ამ ბოლო დროს ძალიან გააჭირეს საქმე გაუთავებელი წესების შეცვლით...შენმა მეტოქემ ნახევარფინალში რა წავილ -კივილი ატეხა და მერე და თითქოს ბავშვი შვა ..რამდენიმე წამში ტკივილიც დაავიწყდა და ყინჩად დადგა..არ გეკადრება ოღლან....საყრდენი ფეხი გამოკრაო...ბოდიში საყრდენი ფეხი უნდა გამოკრა რომ წონასწორობა დააკარგვინო აბა მეზობელს ან ტრიბუნაზე მჯდომ გულშემატკივარს ხომ არ გამოკრავ ფეხს......ბექა ...,უსამართლობას ჰქონდა ადგილი ..მაგრამ მე მჯერა სანთელ საკმეველი ....შენ აუყცილებლად მიაღწევ მწვერვალს..დაგვილოცნიხარ ძმაო ...ისე მერამდენე წელია ჩემს ახლობლებს და მეზობლებს ვაშინებ მაცი ხვიტიას ყვირილით..ძმებო ხო წარმოგიდგენიათ ზაალიშვილი..ლიპო ..თუში და ძმანი მისნი რომ ყოფილიყვნენ კიდევ რამდენს დაუფრთხობდი ძილს!!! თქვენ ძმებო სიხარულის მიზეზი მოგვეცით...მეზობლებს მე გავცემ პასუხს..გაიხარეთ და გაგვახარეთ ძმებო...დამილოცნიხართ..ამინ
ბესო შიოშვილი
იქნებ, ვინმე პროფესიონალმა ამიხსნას, რა დააშავა ღვინიაშვილმა? კუნთზე მოუჭირა, ფეხზე უჩქმიტა თუ ფრჩხილი ჩაარჭო? :)))
პპპ123
რამდენჯერ შეიძლება ერთიდაიგივე შეცდომა გაიმეორო?
ჯუჯი
ძალია კარგია, მაგრამ ზოგჯერ ნაჩქარევად მოუმზადებელი უტევს და მეტოქეც სარგებლობს. იაპონელმა ასე მოუგო.

ღვინიაშვილი მოხსნეს აკრძალული ილეთისათვის
ნუკრი
ნიჭიერია მაგრამ, რო ეძახიან არ გინდა არ შეხვიდე ილეთზე უნდა გაიგონოს, დარჩება მარადიულ ამაომავალ ვარსკვლავად ასე თუ გაგრძელებს,
გლახუნა
არა უშავს ტატო - ცოტა ფიზიკურ ვარჯიშს მოუმატამე, იაპონელენისათვის რაღაც შეიმუშავეთ, გუჯეჯიანის მჯერა...2,3 ილეთს მაგრად დაგამუშავებინებთ - იაპონელებზე მაგრად უნდა დაიგეშოთ.
გიორგი
ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენია. სამუშაო აქვს მასთან პირად და ნაკრების მწვრთნელებს. აშკარად საფრთხეა რომ დაიკარგოს. თუ წაგებულის კომპლექსი დაემართა იაპონელებთან დიდი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. ძალიან მომწონს მისი ჭიდაობის სტილი და იმედი მაქვს რომ ყველა მედალს მოიყოვებს. წარმატებები ტატოს
გელა
ღვინიაშვილმა ბრინჯაოსთვის რატომ ვერ იჭიდავა? მიზეზი რა არის
giga
მომავალი ღვინიაშვილია
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]