არის! ილიამ და გურამმა ოქროს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში 4 ქართველი ვიხილეთ. ჩვენდა სასიხარულოდ, სულამანიძემ და თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე სუფთა გდებით გაიმარჯვა.


+100 კილოგრამი წონის ფინალში გურამ თუშიშვილი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილებით დაამარცხა.

+ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ონისე ბუღრიძე ავსტრიელ სტეფენ ჰეგის დაუპირისპირდა და გაშვებული ვაზარით
დამარცხდა.

- 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილების მიღების გამო დამარცხდა.

სამწუხაროდ, ასპარეზობა ნაადრევად ორმა ჩვენებურმა დაასრულა, სოფია სომხიშვილი (+78 კგ) და უშანგი მარგიანი (-90 კგ) გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობნენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავთ და გმადლობთ!!! იმედია, წინ ახალი წარმატებებია!!!
tngh
15:01 20-02-2022
0
ფ ი ზ ი კ ა მოუმატეთ- ფიზიკური ვარჯიშები ბიჭებო, თუშიშვილს ძალიან უჭირს, რაც წონის ბრალია- 10- 15 კილო მაინც უნდა მოიმატოს.
ევროპასა და მსოფლიოზე მინიმუმ - 3 ჩემპიონი უნდა გვყავდეს და ეს -,,წ ე ს ა დ ,, უნდა დაიდოს - 2 ჩემპიონი - საშუალო შედეგად აღიქმებოდეს, თორემ - ვერ განვითარდებით და და ერთ-დონეზე დავრჩებით, და თუ გვინდა მსოფლიოში - 1- ლები ვიყოთ- იაპონიას გ ა დ ა ვ ა ს რ ო თ და ეს შეგვიძლია- ეს მიზანი უნდა დავიდოთ.
ვიმედოვნებთ - გუჯეჯიანი არ მოუნდება ქართულ ძიუდოს სხვა- კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს!
გლახუნა
14:19 20-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული