"არაადამიანებო! მთელ მსოფლიოს ეზიზღებით!" - დარია ბილოდიდის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი სოციალურ ქსელში წერს:

"ცხოვრება, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს 3 დღეში... ჩემი ქვეყნის ტერიტორიას თავს დაესხნენ რუსული ჯარები. ისინი ბომბავენ ქვეყანასა და ვოცავენ ხალხს. მათ წამართვეს სახლი და ჩემი საყვარელი კიევი.

ხალხი ბომბებს თავშესაფრებსა და მეტროებში ემალება, იქ ქალები მშობიარობენ... საზღვრებთან მშიერმა უსახლკაროებმა არ იციან, სად გაიქცნენ საკუთარი თავისა და შვილების გადასარჩენად...

ვიმსახურებთ ამას?! არაადამიანები ხართ! ჩვენ ამას არასდროს გაპატიებთ, თქვენ და თქვენი შვილები ამ სირცხვილით იცხოვრებთ! მთელ მსოფლიოს ეზიზღებით!

მაგრამ უკრაინელი ხალხი ერთიანია! ჩვენ ვართ ერთად და
ერთმანეთისთვის ვიქნებით ბოლომდე! მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა, რომ გვიცავთ! იბრძვით ბოლომდე, ჩვენი სიცოცხლისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის!

თქვენ გმირები ხართ! არ დავნებდებით! დიდება უკრაინას!", - წერს ბილოდიდი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდება ღმერთს მხოლოდ
იეა
16:37 18-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული