შესანიშნავი მესამე დღე თბილისში - 4 ოქროსთვის, 5 ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
თბილისის გრანდ სლემის მესამე დღეს ტატამზე 14 ქართველი წარსდგა.

- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში იჭიდავებს, ჩვენებურმა ოქროს მედლისთვის ჭიდაობამდე ადლეთ მისინის, არტიუმ ბუბირისა და გიორგი პაპუნაშვილის ბარიერი გადალახა, თავის მხრივ, გიორგი ბრინჯაოს შეუტევს. ბექას მეტოქე კრისტიან ტოტი იქნება. ამავე წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩნენ უშანგი მარგიანი და იმედა გოგოლაძე.

- 100 კილოგრამში ფინალურ ბლოკში 3 ძიუდოისტი იასპარეზებს, ფინალს იჭიდავებენ ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, მესამე ადგილისთვის კი - ილია სულამანიძე. ამავე წონაში ომარ საური გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა.
ონისემ ფინალამდე სერიკ სალმენოვის, დანიელ ჰერბსტისა და ოტაბეკ ტურაბოევის ბარიერი გადალახა, თავის მხრივ, გიორგიმ ჟან იუნ კიმი, ანდრე უმბერტო და ილია დაამარცხა, სულამანიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის დანიელ ჰერბსტს შეხვდება.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ოქროს მედალს შეუტევს, ქართველმა ფალავანმა მაგომედომარ მაგომედომაროვის, ლევან მათიაშვილისა და შოხრუ ბახტიოროვის ბარიერი გაიარა, გელას მეტოქე ალიშერ იუსუპოვი იქნება, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ონისე ბუღაძეს სძლია, თავის მხრივ, ონისე მესამე ადგილისთვის ლევან მათიაშვილს დაუპირისპირდება, ამავე წონაში გიორგი ქავთარაძე პირველივე წრიდან გამოეთიშა.

რაც შეეხება ქალბატონებს, -78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია უმედლოდ დარჩა, სამაგიეროდ, +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ლეა ფონტანეს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა ტურნირი შემადგენლობით არ ბრწყინავს, მაგრამ ქულები ჩვეულებრივად რიგდება, ამდენად ჩვენი მონაგარი თვალსაჩინოა. სულამანიძე მეორე ტურნირია იმ ჭიდაობას აღარ აჩვენებს რასაც შეგვაჩვია, ამიტომ მინდა შევახსენო ქართული ანდაზე: "... მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. მიხარია ღვინიაშვილის წინსვლა, რა გახდა ამ კაცის ფსიქოლოგიური მომზადება და მიზანდასახული ჭიდაობის ჩვენება? მაგის ნახევარი ტალანტის ბიჭებმა მაგის წონაში, ზოგმა ორჯერ მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონობა, მაგ კი პრიზიორიც არ არის, არადა რამდენჯერ მისცეს შანსი.
ჟორა გაბრიჭიძე
16:26 05-06-2022
1
ვაღიაროთ იმდენათ სუსტი შემადგენლობაა ჩამოსული რომ ცოტა უინტერესოც კია.
თემო
16:05 05-06-2022
8

სიახლეები პოპულარული