ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლამდე სერბ დოიან დოსენს, გერმანელ კარლ-რიხარდ ფრაის, ბრაზილიელ რაფაელ ბუზაჩარინის და დანიელ მატიას მადსენს სძლია, ფინალში კი იაპონელ კენტარო იდასთან ვაზარით დამარცხდა.
ღვინიაშვილმა სერბი მიხაილო ჩირიჩი, ტაჯიკი მახონგირ მაჯიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ნახევარფინალი იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო, ხოლო ბრინჯაოსთვის უნგრელ გერგელ ნერპელის იპონით მოუგო.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა გელა ზაალიშვილი (+100
კგ). მან ერიკ აბრამოვი (გერმანია) და მარტი პუუმალაინენი (ფინეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი ლეგენდრულ ტედი რინენთან (საფრანგეთი) წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მაგომედომარ მაგომედომაროვთან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) იპონით დამარცხდა.
და ბოლო-ბოლო- შეიმუშავეთ იაპონელების წინააღმდეგ რაღაც მეთოდი-სტრატეგია,
ხომ ვხედავთ შეგვისწავლეს და მზად არიან ჩვენთან ყველა შეხვედრა მოგვიგონ და ბოლო 3-4 წელია ახერხებენ კიდეც, სპეციალური მომზადება გვჭირდებ მათ წინააღმდეგ, სპეციალური,
თუ სისწრაფეში გვჯობნიან-ფიზიკაში მაგრად უნდა დავჩაგროთ, ან...
აქაც-ღვინიაშვილი თითქოს მაგრად მომზადებული იყო- ფსიქიკურად, მენტალურად,მაგრამ-ბოლოს სულს ვერ ითქამდა, როცა იაპონელი თავისუფლად სუნთქავდა და კიდევ 5 წუთსაც თავისუფლად იჭიდავებდა(!)
ბიჭები- მთელი მწვრთნელობა-გუნდი დაფიქრდით სპევ-ლური მოზადებისათვის- განსაკუთრებით იაპონელების წინააღმდეგ და ჩართეთ სპეციალისტები !