კაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია

AutoSharing Option
ტაშკენტში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 საასპარეზო დღეს ტატამზე ორი ქართველი სპორტსმენი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ვიხილეთ.

პირველი მათგანი, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გახლავთ, უმედლოდ დარჩა.

"ლიპო" საწყის რაუნდში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რეპეშაჟშია 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე. ის მეოთხედფინალში კანადელ კაილ რეიესსთან დამარცხდა, იქამდე კი გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს სძლია. რეპეშაჟში სულამანიძის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა
იქნება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სულამანიძეს მწვრთნელმა წააგებინა კანადელთან. ილია იგებდა და გუჯეჯიანმა უადგილოდ ურჩია ტემპის დაგდება. ამას მოყვა შეცდომა და შებოჭვა.

რაც შეეხება ლიპოს ჩემი აზრით ცოდოა ეს კაცი. ბევრი ჯილდო აქვს და ამისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ალბათ აჯობებს სხვამ დაიკავოს მისი ადგილი
Judo
11 ოქტომბერი 2022 13:42
0
ლიპოს დიდი პატივისცემა ჩემგან რაც აქამდე აკეთა ამ ქვეყნისათვის,მაგრამ დროა ასპარეზი უკვე ახალგაზრდებს დაუთმოს, თვითონ კი თავისი უდიდესი გამოცდილებითა და ცოდნით ნაკრებს დაეხმაროს ესე ჯობია
ენთაზი
11 ოქტომბერი 2022 15:36
3
წადი შვილო როცა აღარ შეგიძლია,ვერაფერს ვეღარ აკეთებ შგრცხვეს მაინც, შენ გამო სხვები იჩაგრებიან!!!
წაიკითხე ხმამაღლა
11 ოქტომბერი 2022 14:21
12
გუჯეჯიანს დიდი პატივისცემა.
მიუხედავად ამისა ვფიქრობ შეცდომა იყო სულამანიძისთვის იმ მითითების მიცემა რომ არ უნდა შეეტია, როცა იგებდა
baggio
11 ოქტომბერი 2022 13:55
1
ეხ ლეგენდა სპორტულ ფორმაში ვეღარ არის. აფსუს ლომო ვისთან აგებ?
გოგლიკო
11 ოქტომბერი 2022 14:06
1
ვისთან და დიდი ალბათობით ახალ მსოფლიო ჩემპიონთან, რომელიც ილიადისმა გამოძერწა მისი არანორმალური ფიზიკური მონაცემების წყალობით.
ალექს
11 ოქტომბერი 2022 15:39
3
ლიპოს კვლავ არ გაუმართლა.. მცირე ტრამვა შეხვედრის მსვლელობისას,თან არანორმალური ფიზიკური მონაცემები აქვს იმ ახალგაზრდა უზბეკს, ფარატინა ქაღალდით იქნევს ყველას აქეთ-იქით. ფაქტიურად რინერივითაა. რაც შეეხება სულამანიძეს, ჯერ არაა ისე გაზრდილი ტაქტიკურად და მეტოქის კონტროლის მხრივ როგორც ტატო მაგალითად,რომელმაც თვით ნაგასე და მოლაი არ გაანძრია. ილიას დიდი მომავალი აქვს, დარწმუნებული ვარ.
ალექს
11 ოქტომბერი 2022 14:13
3
ძალიან გული მწყდება ამხელა სპორტსმენი დიდი ტიტულის გარეშე რომ რჩება. წარმატება მინდა ვუსურვო სადაც იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
11 ოქტომბერი 2022 15:42
2
აქ ძალიან ბევრი ცუდად ღლიცინებს,ვარლამ ლიპარტელიანზე.თან მგონი ისე,რომ არც კი უნახია როგორ წააგო.ჯერ ერთი,რომ მისი მეტოქე,ძალიან მაღალი და საოცარი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა,მეორე და მთავარი კი ის არის,რომ ლიპოს მუხლის სახსარში შემოჰკრა ვითომ ცერული და ვარლამი ძლივს იდგა ფეხზე.უზბეკებმა ასეთი რამე ადრეც გაუკეთეს ლიპოს და ახლაც ჩანდა,რომ სრულიად განზრახულად გააკეთა მეტოქემ.მსაჯებმა ეს ყველაფერი გაატარეს.ლიპომ რამდენჯერმე სცადა,მეტოქის გდება,თუმცა ძალიან ცოტა აკლდებოდა და აშკარად ჩანდა,რომ ცალ ფეხს ძლივს ეყრდნობოდა.მერე,ორი ვაზარი გაუკეთა უზბეკმა,ორივეჯერ თავით წავიდა ტატამზე.ლიპომ ამაზეც ანიშნა მსაჯს,მაგრამ არც ამაზე ჰქონდათ რეაქცია.ამასაც თავი გავანებოთ,ვარლამ ლიპარტელიანს საქართველოს წინაშე იმდენი დამსახურება კი აქვს,რომ ასე უპატივცემულოდ არ მოიხსენიოს ვინმემ.ნაკრების კაპიტანია და მისი ტიტულების ნახვაც ადვილად შეგიძლიათ.უამრავ ქვეყანას არა აქვს იმდენი მედალი მოპოვებული,რამდენიც,მას,ერთ კაცს.
სოსო
11 ოქტომბერი 2022 22:15
5
წარმატება ილიას!!!
tngh
11 ოქტომბერი 2022 15:01
0
საბოლოოდ როდის მიდის "კაპიტანი"? ლელა კაკულიას შევეკითხოთ. ისე ცნობისათვის მაგის წონაში ჯერ ზვიადაური წავიდა დროულად, შემდეგ ცირეკიძემ დაუთმო დროულად......
rigiti
11 ოქტომბერი 2022 21:37
2

სიახლეები პოპულარული