![](https://sportall.ge/pictures/image5/abde40be2a0793c6f3d6654532adbe95.jpg)
მასპინძელთა გუნდის შემადგენლობის დასახელების შემდეგ ქართველებს დიდი იმედი გვქონდა, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.
ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ტოკიოს მასტერსზე მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს, აქედან მამაკაცთა თანრიგში მხოლოდ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90კგ) იჭიდავებს.
ლაშას გარდა, საქართველოს სახელს დაიცავენ:
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
-70 კგ - ნინო გულბანი
+ 78 კგ - სოფიო სომხიშვილი