იაპონიის გრან-სლემზე მონაწილე ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძიუდოს მორიგი მასტერსი გაიმართება.

მასპინძელთა გუნდის შემადგენლობის დასახელების შემდეგ ქართველებს დიდი იმედი გვქონდა, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ტოკიოს მასტერსზე მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს, აქედან მამაკაცთა თანრიგში მხოლოდ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90კგ) იჭიდავებს.

ლაშას გარდა, საქართველოს სახელს დაიცავენ:

-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

-70 კგ - ნინო გულბანი

+ 78 კგ - სოფიო სომხიშვილი
მკითხველის კომენტარები / 5 /
საერთოდ, მწრთნელმა ხომ უნდა განმარტოს, ამას რომ აკეთებს, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს? მე მგონი ეს მიუთითებს, რომ მამაკაცთა ნაკრები მზად არ არის!
თამაზი
18 ნოემბერი 2022 10:38
0
გაუგებარია ფედერაციის პოზიცია, ამ ცხრა მთას იქით ერთშეხვედრიან (უმრავლესობა) მოჭიდავეებს, რომ აგზავნით, ფული არ გენანებათ? ქალები სუსტები რომ გვყავს ეს იმას ნიშნავს, რომ გრანპრიებზე უნდა დაავაჟკაცოთ, თქვენ კი პირდაპირ უმაღლესი რანგის ტურნირზე აგზავნით, სადაა თქვენი ანგარიშიანი მეურნის ალღო?
ჟორა გაბრიჭიძე
04 ნოემბერი 2022 21:05
3
პატივს ვცემ გუჯეჯიანს, მაგრამ ძიუდოს სამშობლოში ეროვნული ნაკრების თითქმის არ წასვლას, ალბათ ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს...
გიორგი 50
03 ნოემბერი 2022 18:55
1
ავიგდეთ იაპონელები თუ რაა ეს?
ეეე
03 ნოემბერი 2022 18:31
1
მარტო აგდება არა, სმე ტუ მკიტხავტ საერტოდ არცერტი არ უნდა გაესჰვატ,70,80,ცლებსჰი სოპელ სოპელ დადოდნენ იაპონელები საქარტველოს ვგულისხმობ და ამ ცჰვენმა გულუპკვილობამ ვასცავლეტ ქარტული ილეტები რაც ცარმატებიტ გამოიკენეს ცჰვეს ცინააგმდეგ,იმის მერე ნორმალური მოცჰიდავე არც ცჰამოსულა საქარტველოსჰი.მეტის გირსები არიან მარააა....
kako
10 ნოემბერი 2022 12:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული