თუშიშვილს რინერთან გამარჯვება გაუუქმეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილს ძიუდოში საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ტედი რინერთან გამარჯვება არ ჩაუთვალა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ლეგენდარული რინერი გორში მეოთხედფინალში დაამარცხა, მაგრამ
IJF-ის სამსაჯო კომისიამ ქართველს ვაზარი არ ჩაუთვალა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეს იმით ახსნა, რომ სამსაჯო შეცდომას ჰქონდა ადგილი და თუშიშვილის ვაზარი გაუქმებულია.

შეგახსენებთ, ქართულმა კლუბმა "მებრძოლმა" ფინალში სერბულ "რედ სტარს" 3:2 სძლია და ტურნირი მოიგო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება საბოლოო შედეგზე გავლენას არ იქონიებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოხდა ასეთი რამ: ჩვენი სასახელო მთასვლელი შოთა მირიანაშვილი ფედერაციის ნებართვის გარეშე უშბაზე ავიდა, რაც მსჯელობისა და დასჯის საგანი გახდა. სასჯელი კი ის იყო, რომ ფედერაციამ ასვლა არ ჩაუთვალა. ბატონმა შოთამ უთხრა: თქვენ გინდა ჩათვალეტ გინდ არა, მე უშბაზე ავედი და იმ განცდას რაც მე ამით ვიგრძენი ვინ წამართმევსო. ასეა გურამის საქმეც. მან ყველა ამით გამოწვეული სიამოვნება მიიღო (სხვათაშორის მისმა გულშემატკივარმაც), ამას არც გუნდის შედეგზე უმოქმედია, ასე, რომ სტატისტიკა ფედერაციისთვის დაგვითმია.
ჟორა გაბრიჭიძე
06 დეკემბერი 2022 00:03
1
რინერმა წაგებები დაიწყო.ეტყობა ეშინიათ,ოლიმპიადაზე მაყურებელთა რაოდენობამ არ მოიკლოს,ან რინერმა, მანამდე არ დაანებოს ჭიდაობას თავი.ესეც ბევრით შეამცირებს ფრანგთა ინტერესს.ჰოდა კოჭს უგორებენ.არ ვფიქრობ,რომ ეს გინდა თუ არა,მართლაც ასეა,მაგრამ ესეც ვერსიაა
სოსო
05 დეკემბერი 2022 15:14
0
პრინციპში მთლად სუფთა ვაზარი არ იყო -ჯერ მუცელზე დაეცა რინერი და მერე მხარიც შეახო ტატამს მაგრამ რამდენი ასეთი ვაზარი და იპონიც კი ჩაუთვალეს თავად რინერს იმდენი იმ ფედერაციის წევრებიიის..... ეს ყველაფერი რაც ხდება იმის ბრალია რომ ყოველ წელს ცვლიან წესებს @ 1 წლის წინ ასეთი წესი იყო --მუცელზე დაცემის მერე მეტოქე თუ გადაატრიალებდა იდნავ და მხარს შეახებდა ეგრევე ვაზარი იყო და ეხლა ისევ შეცვალეს ეგ წესი და ეტყობა იმ მსაჯმაც არ იცოდა ამ ახალი შეცვლის სესახებ @ და მაგალითად ეხლა ძველი 2017 წლამდე შეფასებები რომ ყოფილიყო იუკოს თუ არა კოკას აუცილებლად მისცემდნენ კანონიერს და ასე მოიგებდა თუში !
zura222
04 დეკემბერი 2022 18:07
0
თუ ევროპის ჯუდოს ფედერაცია სამართლიანობას აწვება, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორუჯოვსაც უნდა გაუუქმონ ბინძური მოგება შავდათუაშვილთან
დააT
04 დეკემბერი 2022 15:32
0
მთავარია ხომ დააძნეყვა ტატამზე.
ბადრი
04 დეკემბერი 2022 14:51
4
მერამდენე სპორტის სახეობა შემაზიზღეს ვერ ვითვლი უკვე. ეხლა ძიუდოც .ამის მერე ვუყურებ ჭადრაკს
nn
04 დეკემბერი 2022 13:31
1
იცი, რას გეტყვი ფედერაციავ? ბაში-აჩუკისა არ იყოს, ,, ახლა გინდა გაიტანეთ და გინდა შამოიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი...'' მთავარია, ტედიმ და ხალხმა იცის, რომ თუშიმ მოიგო...
გიორგი 50
04 დეკემბერი 2022 12:49
1
იცი, რას გეტყვი ფედერაციავ? ბაში-აჩუკისა არ იყოს, ,, ახლა გინდა გაიტანეთ და გინდა შამოიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი...'' მთავარია, ტედიმ და ხალხმა იცის, რომ თუშიმ მოიგო...
გიორგი 50
04 დეკემბერი 2022 12:48
1
რამდენ სისულელეს აკეთებენ ნეტა თვითნ თუ ხვდებიან. ამაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში დაშებულ შეცდომებს არ აქცევენ ყურადღებას და ამაზე გამოხტნენ. რაც უნდათ უქნიათ ჩვენ ვიცით თუშიმ რინერი რომ დაამარცხა
Nick
04 დეკემბერი 2022 12:30
1
საყრდენ ფეხზე გაუკეთა ილეთი თუშიმ,ეს დისკვალიფიკაციაა...
dato128
04 დეკემბერი 2022 11:34
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული