იერუსალიმის მასტერსის მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალში მსოფლიოსა და ევროპის 23 წლის ჩემპიონმა გრიგალაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ირანელი საეიდ მოლაეი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
გრიგალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი უნგრელ ატილა უნგვარის, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს და ფრანგ უმარ ალფა ჯალოს სძლია.
სამწუხაროდ, დღეს ტურნირზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა.
22 დეკემბერს იერუსალიმის ტატამზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავა.
მადლობა ტატოს. შრომის მოყვარე ჩანს, ნიჭს არ ფლანგავს..
ესე გაგრძელდება მჯერა და ოლიმპიადასაც მოვიგებთ. და არაერთხელ..