"ზოგი მელნით წერს, ზოგიც ფანქრით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სისხლით წერენ ისტორიას!" - ლაშა ბექაური გრიგალაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

AutoSharing Option
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ტატო გრიგალაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ქართველ ჯუდოკებს კიმონოზე ოქროსფერი (ლაშას) და წითელი (ტატოს) არშიები აქვთ, რაც თავის მხრივ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს განსაზღვრავს.

"ზოგი მელნით წერს, ზოგიც ფანქრით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სისხლით წერენ ისტორიას!" - წერს ბექაური.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ოფლით უფრო სწორი ნათვამი იქნებოდა, და არა სისხლით, სპორტსემენების შემთხვევაში. სისხლით წერენ ისტორიას ვინც სამშობლოსთვის თავს წირავს - ანუ მეომრები. ასე, რომ სპორტისადმი და სპორტსმენებისადმი დიდი დაფასებისა და პატივისცემის მიუხედავად, გადაჭარბება არ არის საჭირო.
დავით
15:56 13-01-2023
3
სისხლით არა, ის. ნუ უყვართ ეს უაზრო დრამატიზება.
ტატო მაგარი ბიჭია და ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება, თავად იცის თავისი საქმე. ეჭვი არ მეპარება, მოაოქროვებს მაგ წარწერას წელიწადნახევარში. აი, ბექაურმა ჭკუას მოუხმოს, აჯობებს. თორემ, იმასაც დაკარგავს, რაც აქვს........
ტერეზა მეი
18:44 13-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული