დღეს, 16 თებერვალს, თელ-ავივის გრან სლემის 1-ელ საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარდგა.
ვაჟა მარგველაშვილმა პირველ წრეში რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, იტალიელი ფაბიო ბასილე, შემდეგ გერმანელი ლენარ სლამბერგერი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ესპანელი ალბერტო მარტინ გაიეტერო დაამარცხა, ვაჟა ფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს დაუპირისპირდება.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ლაშა ნადირაძე, რომელმაც ფინალის საგზურისთვის ჭიდაობა აზერბაიჯანელ ოხან საფაროვთან დათმო. ნახევარფინალამდე ლაშამ გერმანელი მარტინ სეტზი, ეკვადორელი ლენინ პრეკიადო და ებრაელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა. 23 წლის ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელ ტალ
ფლიკერს შეხვდება.
რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, თურქმენეთის წარმომადგენლის, ჰაკბერ ჯუმაევის დამარცხების შემდეგ ავსტრალიელ ჯოშუა კატზთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]