ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და ესპანელი ადრიანო ნიეტო ჩინარო, ბელარუსი დმიტრი მინკოუ და სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი დაამარცხა.

ქალთა შორის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანი (- 57 კგ) კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დამარცხდა.

იქამდე ლიპარტელიანმა უკრაინელ მარია სკორას და გერმანელ იანა ციგლერს სძლია, მეოთხედფინალი ფრანგ სარა-ლეონ ცისიკესთან წააგო, რეპეშაჟში კი ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მედლების
გარეშე დარჩნენ თემურ ნოზაძე
(- 60 კგ), მარიამ ჯანაშვილი (- 52 კგ) და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (- 52 კგ).

ხვალ ლისაბონის ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (- 73 კგ) და მარიამ ჭანტურია (- 70 კგ) გავლენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიპარტელიანმა და ჟანაშვილმა სასიამოვნოდ გამაკვირვეს იმდენად დახვეწილად ატარებდნენ შეხვედრებს. დარწმუნებული ვარ სწორი მიმართულებით შრომობენ და მიზანსაც მიაღწევენ. ქალებში ლევიცკა-შუკვანმა და მამაკაცებში ნოზაძემ ფაქტიურად უბრძოლველად დათმეს შეხვედრები და ამას დაფიქრება სჭირდება.
emigranti
03:52 17-04-2021
1
ვაჟას ტექნიკური არსენალი უმეტესობა ძიუდოისტებისას აღემატება, მაგრამ რაღაც წამიერი მოდუნებები სჭირს და დაუფიქრებელი მოძრაობაც კი სავალალოა დღევანდელ ძიუდოში. დარწმუნებული ვარ რომ ცოტა მეტად თავით იმუშავებს ტატამზე ვიდრე ხელ-ფეხით და დიდი გამარჯვებებიც მოვა.
emigranti
03:39 17-04-2021
0

სიახლეები პოპულარული