მარგველაშვილის ოქრო და ნადირაძის ბრინჯაო თელ-ავივის გრან-სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
თელ-ავივის გრან-სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს 66 წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს, ლაშა ნადირაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს იპონით სძლია.

გადამწყვეტ ბრძოლამდე მარგველაშვილმა იტალიელი ფაბიო ბასილე, გერმანელი ლენარტ სლამბერგერი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ესპანელი ალბერტო მარტინ გაიტერო დაამარცხა.

ნადირაძემ გერმანელ მარტინ სეტცს, ეკვადორელ ლენინ პრესიადოს, მასპინძელ ბარუხ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალი საფაროვთან წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ათწუთიან ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენლის, ტალ ფლიკერის ძლევა მოახერხა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლუხუმ
ჩხვიმიანი (60 კგ).

ხვალ თელ-ავივის ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ ვაჟას გამარჯვებას და ქართულ ძიუდოს ამ წონაში საიმედო ბიჭის გამოჩენას, საქმე მესამე ადგილი არაა, კარგი ბრძოლის უნარიანობა გამოამჟღავნა და უშიშარი ბიჭია. ახლა მთავარია ნადირივით გაერიოს წონის ლიდერებში.
ჟორა გაბრიჭიძე
17 თებერვალი 2023 21:59
0
ვულოცავ ვაჟას გამარჯვებას და ქართულ ძიუდოს ამ წონაში საიმედო ბიჭის გამოჩენას, საქმე მესამე ადგილი არაა, კარგი ბრძოლის უნარიანობა გამოამჟღავნა და უშიშარი ბიჭია. ახლა მთავარია ნადირივით გაერიოს წონის ლიდერებში.
ჟორა გაბრიჭიძე
17 თებერვალი 2023 21:50
0
რისთვის შემოიღეს ვარი,თუ მაინც თვალებს დაიბრმავებენ?!ბიჭებს ვულოცავ შესანიშნავ ჭიდაობას.სამწუხაროდ წინასწარ შეხვედრებს ვერ ვუყურე,მაგრამ ჩხვიმიანის სტილი რომ ვიცი,უკვე ვფიქრობ,არც მას მისცეს ჭიდაობის საშუალება.
სოსო
17 თებერვალი 2023 14:38
1
გილოცავ ვაჟა გამარჯვებას, რომელსაც ასე ველოდით! ლაშა ნადირაძეს ვულოცავ ბრინჯაოს, მაგრამ, ნაღდად ოქროს ბიჭია. ცეცხლი დაანთო ტატამზე. წარმატებები ბიჭებო!
ქართველი
17 თებერვალი 2023 03:03
0
ყოჩაღ ორივეს! მშვენიერი გამოსვლა იყო. ვაჟას ვულოცავ დამსახურებულ ოქროს, ლამაზი ილეთებით მოიგო. განსკაუტრებუთ ვულოცავ ნადირაძეს, ებრაელები მსაჯიანად დაამრცხა. სამჯერ აუღო ქულა. ბრავო ორივეს!
Nick
16 თებერვალი 2023 23:58
0
ძალიან გამეხარდა! ღმერთმა დაგლოცოს ვაჟა! ძალიან მაგარ ფორმაშია! ილეთების მთელი კასკადი შეასრულა! ნეტა ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი ყოფილიყო, უეჭველი გაიმარჯვებდა!
aburjga
16 თებერვალი 2023 21:53
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
განსაკუთრებით ნადირაძემ რომ არ დათმო ებრაელთან, მათ კედლებში, მიუხედავად მსაჯების და დარბაზის ზეწოლისა ძალამ აღმართი მოხნა!
ლაშა
16 თებერვალი 2023 21:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული