ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალშია

AutoSharing Option
თელ-ავივის გრანდ სლემის მე-3 საჭიდაო დღეს - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი ბულგარელი ივალო ივანოვის, უკრაინელი არტემ ბუბირისა და აზერბაიჯანელი მაჰმად მეჰდიევის ბარიერი გადალახა. ბექა ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტსა და კუბელ ივან ფილიპე სილვა მორაესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

- 100 კილოგრამში ვარლამ ლიპარტელიანი მეორე წრეში ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად დაემშვიდობა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატო იმცირებს თავს ასე ლიპო ვერ ვიგებ რა.
ეეე
17:47 18-02-2023
1
ისე ამ ლიპოს უკვე ნამეტანი მოსდის ....დაუთმე რა პატარებს ხო ხედავ ერთ წრეს ვეღარ გადიხარ....
Gaga
19:34 18-02-2023
1

სიახლეები პოპულარული