ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაშკენტის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ  ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანანი და იაპონელი კოტარო უეოკა დაამარცხა, ფინალში კი ავსტრიელ აარონ ფარას იპონით სძლია.

სამწუხაროდ, სოფიო სომხიშვილმა (78 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა თურქ ჰილალ ოზტურკთან დათმო და მედლის გარეშე დარჩა.

დღეს გელა ზაალიშვილი (+100 კგ)  ბრინჯაოს მედლისთვის ტაჯიკ ტიმურ რახიმოვთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიხარული გვაჩუქე შენი განუმეორებული ჭიდაობით.დედა ეს რა იყო.უმაღლესი პილოტაჟები სამჯერ ნევაზაში.იმედია შენ უნიკალურ ცოდნას ახალგაზრდებს გადასცემ.
ღმერთს ებარებოდე
06 მარტი 2023 11:29
0
გაიხარე, წარმატებები.
თემო
05 მარტი 2023 23:32
0
ცოტა დაგიძველდა გამარჯვება და აგერ,გაგვიახლე სიხარული.გილოცავ ვარლამ!
სოსო
05 მარტი 2023 23:09
0
მილოცვა ლიპოს! სასიხარულოა რომ ოლიმპიადის მერე როგორც იქნა გატეხა ნავსი! თუმცა მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ხელი არ უნდა შეუშალოს სულამანიძეს
ალექს
05 მარტი 2023 22:29
1
დაბრუნდა ვარლამიიიიიიი !!!! )))))))
zura222
05 მარტი 2023 19:53
0
დაგლიჯა
kaxa
05 მარტი 2023 19:39
0
აუუ... მაგარი იყო! ყველა ბრძოლას ვუყურე! გილოცავ ვარლამ! რამდენი ხანი გვალოდინე შე კაცო! მთელ საქართველოს ვულოცავ!
aburjga
05 მარტი 2023 18:04
0

სიახლეები პოპულარული