აღნიშნულ ტურნირზე ჯამში 32 ქართველი ძიუდოისტი წარდგა.
-60 კილოგრამში ოქროს მედალი თორნიკე გიგაურმა მოიპოვა.
+90 კილოგრამში კი შოთიკო გოჩიაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.
-50 კილოგრამში შოთა ბაჩოშვილმა ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო -90 კილოგრამში კი იგივე საბა გველესიანმა მოახერხა.
გიორგი დულარიძემ (-66კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილმა (+90კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.