ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლიის სძლია.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება, შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და ტატომ იმარჯვა.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ერის სიამაყეა. უმაღლესი დონის ფალავანი. ვულოცავ სულით და გულით. წარმატებები.
gogig
10 მაისი 2023 21:47
1
გილოცავ შვილო ტატო.დალოცვილი ყოფილიყავ შენ და შენი მოდგმა .ძალიან გაახარე ქართველობა...ძალიან სჭირდება ჩვენს ერს გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნება.....ტყვილად არ დაგარქვი არსენა !!!! ქართველი კაცის სახე ყავს გამოყვანილი მიხაილ ჯავახიშვილს არსენა მარაბდელში..სამართლიანი ვაჟკაცი ..სპარტაკ ბაღაშვილმა გააცოცხლა ხალხის სათაყვანებელო გმირის სახე....ამდენი წლის მერე ისევ გამოჩნდა ქართველი ხალხის ბეჭდაუდებლობის და სიბრძნის სიმბოლო,,ზრდილობიანი.. გონიერი..წარმოსადეგი..ძლიერი...კარგ დროს მოგვევლინე ..სულ გამარჯვება ყოფილიყოს შენი და შენი საყვარელი ერის წილხვდომილად
ნუგზარ ნუცუბიძე
10 მაისი 2023 21:14
2
ჩემპიონია უკვე ჩემპიონი!!!!
ბადრი
10 მაისი 2023 20:33
0
გახდა ჩემპიონი !!!!!!!
zura222
10 მაისი 2023 20:20
0
მე მგონი, წლის გდება დადო!
ტატო დაღვინდა და წარმატებებმაც არ დააყოვნა.
მსოფლიოს მოგებას ვუსურვებ!
₾ადო
10 მაისი 2023 17:14
0
გენაცვალე ტატო,შენ იცი,კასეც მიაყოლე, წყალობა უფლისა, მრავალჟამიერ
Mr.kostaia
10 მაისი 2023 16:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული