გრიგალაშვილმა კასე ისევ დაჯაბნა და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიის წარმომადგენელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლის სძლია, ფინალში კი ბელგიელი მატიას კასე აშკარად დაჯაბნა და დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემიონატზე.

შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და მაშინაც ტატომ იმარჯვა.

altტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

alt"მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი

სამშობლოა" - ტატოს ოქროს მედალი და ემოციები (ბლოგი უზბეკეთიდან)

მკითხველის კომენტარები / 23 /
გილოცავთ ყველას!!!!!
მადლობა ტატო
- შრომას არ შეწყვეტ გვჯერა ყველას... ოლიმპიადას ველოდებით მოუთმენლად..
rable
10 მაისი 2023 20:36
1
23 წლის ასაკში უკვე დიდოსტატია. ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონია. ისტორიული შედეგების დადება შერუძლია. მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა არ შეწყვიტოს.
გიორგი
10 მაისი 2023 21:01
1
გილოცავთ ყველას , ტატო ჩვენი სიამაყეა
Lasha 19
10 მაისი 2023 20:36
2
ძალიან მაგარი სანახავი იყო კვრცხლბეკზე--კორეელი იაპონელი უძლიერესი ბელგიელი და ჩვენი ტატო ცენტრში და ყველაზე მაღლა !!
zura222
10 მაისი 2023 20:26
1
გენაცვალე ტატო, უძლიერესი სპორტსმენი ხარ. ნიჭს და ოსტატობას სიბრძნე დაემატა. ეს თითქმის სრულყუფილებაა. დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალჯერ გაგვახარებ. უმაგრესი თაობაა ყველას წარმატებები.
ტიპი
11 მაისი 2023 01:48
0
ყოჩაღ ტატო!!! ეს უკვე მართლაც უმაღლესი დონეა და სხვებისთვისაც სამაგალითო! ფორმის პიკში შეხვდა წლის უმთავრეს ტურნირს და ისტორიაც დაწერა! გენაცვალე ტატო, დიდი მადლობა დღევანდელი სიხარულისთვის!!!!
პაატა
10 მაისი 2023 22:05
0
ტატო მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტია,რაც დღესაც დაამტკიცა .წელს ალბათ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენიც გახდება..
ჯუჯი
10 მაისი 2023 20:46
1
გენაცვალე, ოქროს ბიჭო, ჩვენო არსენა!
ILIA
10 მაისი 2023 20:36
1
საოცარი ბიჭია!!!
გილოცაააავთ!!!
Ono
10 მაისი 2023 20:15
1
ძალიან მაგარი ბიჭია, ვულოცავ სრულიად საქართველოს.ისე ცოტა ვრცლადაც შეიძლება რომ დაწეროთ ხოლმე სხვა სპორტის სახეობებზეც, ან გადააკეთეთ ეს საიტი ნაპოლი.ჯით და გვეცოდინება რომ სხვა საიტებზე გავეცნოთ დანარჩენ სპორტის სახეობებს.
პ.ს. ისე რა ხდება ნეაპოლში ხომ არავინ მოკლეს ან ხომ არავინ ..,.... არ გამოგვაპაროთ იცოდეთ
მამუკა
10 მაისი 2023 22:01
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული