გრიგალაშვილმა კასე ისევ დაჯაბნა და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიის წარმომადგენელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლის სძლია, ფინალში კი ბელგიელი მატიას კასე აშკარად დაჯაბნა და დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემიონატზე.

შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და მაშინაც ტატომ იმარჯვა.

altტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

alt"მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი

სამშობლოა" - ტატოს ოქროს მედალი და ემოციები (ბლოგი უზბეკეთიდან)

მკითხველის კომენტარები / 23 /
კაცს გვარი ესე შეეფერებოდეს ჯერ არ მინახავს, მართ;ლა გრიგალივით არ გადაუარა კატარს.
irakli81
11 მაისი 2023 11:22
0
ამას ქვია დამაჯერებლად "ჩაუნისკარტაო"! არა მგონია, რომ ტატომ 100 % იჭიდავა! ამ კაცს რესურსი კიდევ აქვს, რომ გაიზარდოს, როგორც ლაშა ტალახაძეს! გილოცავ და მადლობა ჩვენი გახარებისთვის! ველოდებით ბექაურს და სულამანიძეს ხვალ ზეგ!
მწვრთნელი
11 მაისი 2023 10:36
0
ტატო გენაცვალე ლომი ხარ,მეორე ლაშა ტალახაძე,როცა უყურებ ტატოს გამოსვლას არ გეშინია,დარწმუნებული ხარ რომ უმაღლეს სინჯს აიღებს.გაიხარე წარმატებები.
chabuka
11 მაისი 2023 08:39
0
გენაცვალე ტატო, უძლიერესი სპორტსმენი ხარ. ნიჭს და ოსტატობას სიბრძნე დაემატა. ეს თითქმის სრულყუფილებაა. დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალჯერ გაგვახარებ. უმაგრესი თაობაა ყველას წარმატებები.
ტიპი
11 მაისი 2023 01:48
0
ვულოცავ ტატოს და ყველა ქართველს ამ დიდ გამარჯვებას! ეს ბიჭი გრიგალივით შეიჭრა ძიუდოს სამყაროში და დიდხანს დარჩება ოლიმპზე. ნამდვილად ვისიამოვნე მისი ჭიდაობით. დიდი მადლობა ტატოს ჩვენთვის მონიჭებული ამ სიხარულისთვის.
ბიძინა კუკულაძე
11 მაისი 2023 01:37
0
ვულოცავ ტატოს, მის ოჯახს და საქართველოს ჩვენი ტატოს ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობას! დიდი მადლობა ტატო ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის. ასე, გამარჯვებებით გევლოს ცხოვრების გზაზეც და სპორტული ოლიმპის მწვერვალზეც!
არჩილ
11 მაისი 2023 00:22
0
ვაააა როგორც იქნაააა ხვიჩაზე არ არის სტატიაააა ხომ კარგად ხართ ადმინებოოოო შენ გილოცავ ნამდვილო ქართველო ვაჟკაცო...ხვიჩა კი დაასვენეთ ნუ გათვალეთ ბიჭი
რეზი
11 მაისი 2023 00:20
8
მთელი საღამო შუქი არ მქონდა,მოვიდა და ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად,ტატოს ჭიდაობას ვეძგერე(ორივე მილანური კლუბის დედა არ ვატირე,როცა ჩემი ჭიდაობს?).სათაურიდან უკვე ვიცოდი,რომ ჩემპიონი გახდა,მაგრამ ახლა ვზეიმობ და თქვენც გილოცავთ.
სოსო
10 მაისი 2023 23:49
0
ვულოცავ მთელ საქართველოს! ასეთი დომინანტი თავის წონაში არ გვყოლია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში!! აფერუმ ტატოს მშობლებს-ასეთი კარგი ადამიანის გაზრდისთვის!თბილისის გრანდსლემზე წელს ტატო ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და დარბაზში მყოფი თითქმის ყველა ბავშვს ავტოგრაფი მისცა და სელფიც გადაიღო მათთან ერთად!არავისთვის უთქვია უარი!საოცრად თავმდაბალი ახალგაზრდაა! როგორც სპორტსმენი ხომ საოცარ დონეს აჩვენებს ბოლო ორი სეზონია,ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა!ყველა ბრძოლას და მეტოქეს ჯეროვნად აფასებს,აღარ ჩქარობს(რაც ადრე ჩვეოდა) და ელოდება საუკეთესო მომენტს ილეთისთვის! ტექნიკური არსენალი ხომ საერთოდ ფანტასტიკური აქვს! მოკლედ ბრავო ტატო ჩვენი ესეთი გახარებისთვის და წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!!
BOSS
10 მაისი 2023 23:46
0
კაცი ჩემპიონის სულით...ესეთი სტაბილურობა ძირითადათ იაპონელ ლეგენდარულ მებრძოლებს ახასიათებთ..რამდენად სასიამოავნოა მათ რიგებს ჩვენი ბიჭები რომ უერთდებიან..ვულოცავ ტატოს ამ დიდ გამარჯვებას..და ესეთი სტაბილურობა ოლიმპიადებეზც გამოეჩინოს..
bujanga
10 მაისი 2023 23:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული