ქართული ფინალი დოჰაში! ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.

ლუკამ უნგრელი რომან გოზი, თურქი მიჰაელ ჟანკისა, ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი, სერბი ნემანია მაიდოვი, რუსი მანსურ ლორსანოვი და იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვერ გავიგე თბილისის გრანდ სლემია, თუ მსოფლიოს ჩემპიონატი (ხუმრობით)! გილოცავთ! მთელი სული და გული ჩადეთ ყველა გამოსვლაში! ისტორია დაწერილია! თუ ბექაური გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ეს ადამიანი იქნება მეორე შავდათუაშვილის შემდეგ, რომელსაც სამივე ოქროს მედალი ექნება (ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპა) ოღონდ ერთ წონაში 90-ში!
მწვრთნელი
11 მაისი 2023 18:00
0
დიდი მადლობა ლაშა და ლუკა თქვენს ოჯახებს..მწვრთნელებს სასიქადულო ვაჟკაცების გაზრდისათვის........გილოცავთ ამიერ იმიერ საქართველოს შვილებო....მთაში და დაბლობში მცხოვრებო თანამემამულეებო ....სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ემიგრანტებო ..მხრები ამაყად გაშალეთ....ღიმილით გაიცისკროვნეთ ლამაზი პირსახე....სიხარული და ბედნიერება დაგვებედოს და არ მოგვშლოდეს...გაზაფხულია .... დაე იხაროს და გაიფურჩქნოს ღვთისმშობლის წილხვედრმა საქართელომ...სასწაულია რაც ხდება დოჰაში..ყველაზე პოპულარულ და სახალხო სპორტში ჩვენი ერთი მუჭა თანამემამულეები ენითუთქმელი წარმატებით გამოდიან...ძიუდოს წყალი გადასხმოდეს ყველაფერში ჩვენს ულამაზეს საქართველოს..ამინ!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
11 მაისი 2023 17:58
0
ჩვენი გმირები!
თქვენ შემოგევლეთ!
ILIA
11 მაისი 2023 17:58
0
გენაცვალეთ. ეს იმ ხალხის საყურადღებოდ ბექაურზე რომ ღლიცინებდა ოლიმპიადის მერე თავში აუვარდა და რეებს არ იძახდნენ კლავიატური ბიჭები. ნახეთ და დატკბით. წარმატება ორივეს ფინალში
GG
11 მაისი 2023 17:56
2
ქართული ძიუდოს ისტორიის ოქროს ფურცელი დაიწერა დოჰაში , იაპონელების გარდა მსგავსი რამ არცერთი სხვა ერის წარმომადგენელს აქამდე არ გაუკეთებია ,მსოფლიო ჩემპიონატის ქართული ფინალი , ორი აწეული საქართველოს დროშა , ჰიმნი და სიხარულის ცრემლები. მადლობა ბექაურს და მაისურაძეს , საოცარი ორთაბრძოლები მოიგეს მთელი დღის განმავლობაში და საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერეს ისტორიაში . გმირები რომლის ნაკვალევზეც კიდევ მრავალი ლომის ბოკვერი გაიზრდება .
ATP 16
11 მაისი 2023 17:52
0
თქვენ გენაცვალეთ. მალადეც ვაჟკაცებო...
ბექა
11 მაისი 2023 17:46
1
საოცარი ბიჭები გვყავს,უბრალოდ შეუფასებელი და დაუჯერებლად მაგრები. ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება, სიზმარი ხომ არაა,ეს რა ისტორია დაწერეს!
ალექს
11 მაისი 2023 17:46
0
ყაიმზე შეთანხმდით ლომებო;)
დონ
11 მაისი 2023 17:43
0
თ ქ ვ ე ნ გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე თ ბ ი ჭ ე ბ ო
დუდუ
11 მაისი 2023 17:31
0
ყოჩაღ, გენაცვალეთ ვაჟკაცებო
Mr.kostaia
11 მაისი 2023 17:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული