მსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ ფინალში მაისურაძემ ბექაური დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ლუკა მაისურაძემ დამატებით დროში ლაშა ბექაურს ვაზარით სძლია.

მაისურაძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა და შემდეგ კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლურსანოვი (რუსეთი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაამარცხა.

პირველი წრიდან მაისურაძეც თავისუფალი იყო, მერე როლანდ გოზს (უნგრეთი), მიხაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან'ტ ენდს (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) სძლია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი
სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბრავო ორივეს! ოქროს ბიჭები არიან, ერთმანეთზე უკეთესები. მასიურაძის ილეთი ცალკე სილამაზეა. მადლობა ორივეს და მეტი და მეტი წარმატება მომავალში.
Nick
11 მაისი 2023 20:24
0
გაუმარჯოს საქართველოს!!!
ორივეს მადლობა, ტატოს მადლობა!!!
იმრავლეთ!!!!
Daviti
11 მაისი 2023 20:53
0
წარმატებები ორივეს. ქართულ ჯუდოს და ქართულ სპორტს... გილოცავთ
ქუთათური
11 მაისი 2023 20:48
0
არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რომელი მოიგებდა. საქართველომ მოიგო დღეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი შეხვდა ქართველს კომენტარის გარეშე. სამწუხაროა რომ ამ ორიდან ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი წავა
ქართველი
11 მაისი 2023 20:39
0
ჩვენი ძიუდოს ისტორიაში უმაგრესი დღე იყო! ყველას გისურვებთ რომ მომავალში ბევრი ასეთი ფინალი გვენახოს! ლუკამ დაამტკიცა რომ თავდაუზოგავი შრომით შეიძლება უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა, ყოჩაღ ლუკა!!! ლაშა უდიდესი ტალანტია და ვუსურვებ რომ ამ ბუნებრივ ნიჭს დაუმატოს ბევრი შრომა! თუ ამ გზით ივლის ის გახდება მართლაც დიდი ჩემპიონი!!! წარმატებები ლუკას და ლაშას!
პაატა
11 მაისი 2023 23:48
0
გილოცავთ ყველას, ღმერთმა გვიმრავლოს მსგავსი სასიხარულო დღეები. ყოჩაღ ჩვენს ვაჟკაცებს
Mr.kostaia
11 მაისი 2023 20:37
0
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ტორპედო-დინამო)))
Zviads
11 მაისი 2023 21:11
0
უსამართლობაა რა ერთერთი ოლიმპიადის მიღმა, რომ რჩება
რრრ
11 მაისი 2023 22:59
0
ჯეირანი უნდა ითამაშონ და ისე გადაწყვიყონ ვინ წავა ოლიმპიადაზე, აბა როგორ გინდა რომელიმე სახლში დატოვო? თითონ გადაწყვიტონ
???
11 მაისი 2023 21:34
0
ოლიმპიადაზეც უნდა შეიძლებოდეს წონის გაორმაგება
მირზა
11 მაისი 2023 21:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული