კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ლუკა მაისურაძემ დამატებით დროში ლაშა ბექაურს ვაზარით სძლია.

მაისურაძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა და შემდეგ კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლურსანოვი (რუსეთი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაამარცხა.

პირველი წრიდან მაისურაძეც თავისუფალი იყო, მერე როლანდ გოზს (უნგრეთი), მიხაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან'ტ ენდს (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) სძლია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.

ალექს
დაუთმო არა იხვის ტოლმა, რას ბოჟიალობთ. მთელი შეხვედრა არ გაჩერებულა, რა არ სცადა,მაგრამ მაისურაძემ მაგრად დაიცვა თავი და გენიალური გდება გაუკეთა. რის დათმობაზეა საუბარი, ტორტის ნაჭერს კი არ იყოფდნენ. ეგ ოქრო აკლდა ზუსტად რომ შავდათუაშვილის მსგავსად triple champion ყოფილიყო, ანუ ყველა დიდი ტურნირის გამარჯვებული.
ბადრი
არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, ბექაური ტატამზე რაღაც უცნაურად მოწყენილი და უმოტივაციოდ გავიდა, გულმა რეჩხი მიყო, ცუდად მენიშნა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
თენგაბი
გილოცავთ ყველას! ქართული ფინალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფანტასტიური წარმატებაა! გიხაროდენ, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე არის ქართული გენის გამობრწყინება, ისე როგორც ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ტალახაძე, ხვიჩა კვარაცხელია და უამრავი სხვა ქართველი. ესენი არიან საქართველოს სახე. სამწუხაროდ ამ ფინალის ყურება ვერ შევძელი - ორივე გულით მიყვარს და ვერ მივხვდი რა მექნა? სხვათაშორის წარმატებები და მიღწევები იმ პროტესტების შედეგია, როცა ლიპომ და სხვა ღირსეულმა ძიუდოისტებმა არ მისცეს საშუალება ფედერაციაში სხვადასხვა სიმახინჯეები გავრცელებულიყო. შესაბამისად, ფედერაცია სწორ გზაზეა და კიდევ მრავალი წარმატება იქნება. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ მათ გვერდში მდგომებს!
jordan beli
რა დაუთმო და რაც დაუთმო როცა თქვენ გაიგებთ ვირი ხეზე გავა.
საქართველო
მემგონი დროა წესები შეიცვალოს და როგორც მსოფლიო ჩემპიონატზეა შესაძლებელი წარმომადგენლის გაორება ერთ წონაში,ასევე უნდა გაკეთდეს ოლიმპიადაზეც,უბრალოდ საცოდაობაა ბექაური ან მაისურაძე,რომ ოლიმპიადაზე ვერ წავა
ბიძინა კუკულაძე
საოცარი დღეებია დოჰაში ქართული ძიოდოს ისტორიისთვის: პირველი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გვაყვს, პირველი ქათული ფინალი ვნახეთ. ამის შემდეგ იაპონელებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ძიუდო უფრო ჩვენია, ვიდრე მათი.
პაატა
ჩვენი ძიუდოს ისტორიაში უმაგრესი დღე იყო! ყველას გისურვებთ რომ მომავალში ბევრი ასეთი ფინალი გვენახოს! ლუკამ დაამტკიცა რომ თავდაუზოგავი შრომით შეიძლება უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა, ყოჩაღ ლუკა!!! ლაშა უდიდესი ტალანტია და ვუსურვებ რომ ამ ბუნებრივ ნიჭს დაუმატოს ბევრი შრომა! თუ ამ გზით ივლის ის გახდება მართლაც დიდი ჩემპიონი!!! წარმატებები ლუკას და ლაშას!
რრრ
უსამართლობაა რა ერთერთი ოლიმპიადის მიღმა, რომ რჩება
აქაური
ბექაურმა არ იჭიდავა მგონია,, არადა რა დღე ქონდა
S.m
რა დაუთმო სახეზე ფერი აღარ ქონდა ოლიმპიადის საგზურის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს არადა რა ლამაზად მივიდა ფინალამდე ლუკას მხარეს იაპონელი რომ ყოფილიყო მოუგებდა ვითომ
მირზა
ოლიმპიადაზეც უნდა შეიძლებოდეს წონის გაორმაგება
jordan beli
ყოჩაღ ბექაური,რა ლამაზად დაუთმო. ოლიმპიადაზე ისევ ბექაური წავა

ჯეირანი უნდა ითამაშონ და ისე გადაწყვიყონ ვინ წავა ოლიმპიადაზე, აბა როგორ გინდა რომელიმე სახლში დატოვო? თითონ გადაწყვიტონ
Zviads
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ტორპედო-დინამო)))
Soso
ვინ წავა ოლიმპიადაზე ამაზე მეტი ტურნირნირი რაღა უნდა მოიგო როცა იმ წელს ოლიმპიადაა, რა რთული გადასაწყვეტია
Daviti
გაუმარჯოს საქართველოს!!! ორივეს მადლობა, ტატოს მადლობა!!! იმრავლეთ!!!!
ქუთათური
წარმატებები ორივეს. ქართულ ჯუდოს და ქართულ სპორტს... გილოცავთ
ქართველი
არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რომელი მოიგებდა. საქართველომ მოიგო დღეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი შეხვდა ქართველს კომენტარის გარეშე. სამწუხაროა რომ ამ ორიდან ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი წავა
Mr.kostaia
გილოცავთ ყველას, ღმერთმა გვიმრავლოს მსგავსი სასიხარულო დღეები. ყოჩაღ ჩვენს ვაჟკაცებს
Nick
ბრავო ორივეს! ოქროს ბიჭები არიან, ერთმანეთზე უკეთესები. მასიურაძის ილეთი ცალკე სილამაზეა. მადლობა ორივეს და მეტი და მეტი წარმატება მომავალში.
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა