თუშიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მე-7 საჭიდაო ტატამზე მძიმეწონოსნები წარსდგნენ. სამწუხაროდ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მესამე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს.

ამრიგად, ქართული დელეგაციის მონაგარი კატარი 2023-ზე გახლავთ:

2 ოქროს მედალი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ)

1 ვერცხლის მედალი - ლაშა ბექაური (- 90 კგ)

1 ბრინჯაოს მედალი - გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)

ხვალ, 14 მაისს კი უკვე გუნდური ჭიდაობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე მონღოლეთი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუშიზე ლამის 50კგ+ არის უმეტესობა, სუმოისტები უფრო. ჩემი აზრით თუშის ქვედა წონაში ჩამოყვანაზე უნდა იფიქრონ სერიოზულად. პ.ს. კაცების ჩათვლაში პირველი ადგილი დავიკავეთ და გილოცავთ. ისტორიული მსოფლიო გამოდგა ნამდვილად.
ალექს
13 მაისი 2023 16:18
3

სიახლეები პოპულარული