ისტორიული დღე! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილოსანია

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა

მოიგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანმა

წააგეს - ეთერ ასკილაშვილმა, სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლები 4:2, ბრაზილიელები 4:3 დაამარცხეს, შემდეგ იაპონიასთან 1:4 დამარცხდნენ, რეპეშაჟში კი უზბეკებს 4:2 სძლიეს და ფინალურ ბლოკში გავიდნენ.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries

altშესანიშნავია! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

altისტორიული მსოფლიო საქართველოს ნაკრებისთვის! მამაკაცებში დამარცხებული იაპონია და სხვა მიღწევები

alt"მიყვარხართ! ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს

დავჭირდები" - ლაშა ბექაურის ემოციური წერილი
მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები და მადლობა ჩვენს ოქრო გოგო-ბიჭებს, მართლაც თავგანწირულად იომეს და დიდებული შედეგი დადეს, ერი გაახარეს. შემდგომში ქალთა ძიუდო გასაძლიერებელია და იმედი მაქვს უფრო მეტი წარმატება იქნება.
ახლა რაც შეეხება იაპონიასთან მარცხს. ჩემი აზრით, სამწვრთნელო შტაბი (ფედერაციის ხელმძღვანელთა გარეშე ეს არ იქნებოდა) აშკარად შეცდა, როდესაც იაპონიასთან კაპანაძე დააყენა შავდათუაშვილის ნაცვლად და დაღლილი მაისურაძის ნაცვლად ბექაური არ გამოიყვანა. ეტყობა კაპანაძეს, აშკარად პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ იაპონიასთან შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება? რაც შეეხება მაისურაძეს კაცმა თავდაუზოგავად იომა, დაიღალა, ხომ შეიძლებოდა ბექაურით ჩაენაცვლებიათ, რომელიც დარწმუნებული ვარ უეჭველად მოიგებდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ შავდათუაშვილი უეჭველად მოიგებდა, მაგრამ ლაშამ ყველა დაარწმუნა, რომ ღირსეული ჩემპიონია და ყველასთან შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ასე რომ კაცებში შანში გვქონდა სამივეს გამარჯვების და თუ ლოტოტრონშიც გაგვიმართლებდა, იაპონურ ბარიერსაც გავივლიდით. იგივე პერსპექტივა გველოდა ფინალშიც.
ეტყობა სამწვრთნელო შტაბს ან ვინც გადაწყვეტილება მიიღო ეს არ ეიმედებოდა ჩვენი გუნდისაგან და ამიტომ წავიდნენ წინასწარ კაპიტულაციაზე იაპონიასთან. არ ვიცი სხვა რა ვიფიქრო? ძიუდოს ფედერაციის და სამწვრთნელო შტაბის მუშაობამ აშკარად დადებითი შედეგი გამოიღო და მადლობა მათ ამისათვის, მაგრამ აქ ასევე გასათვალისწინებელია ლიპოს და მისი ძმების ღირსეული წინააღმდეგობა, რომლებმაც არ მისცეს ძიუდოს ფედერაციაში სხვადასხვა უმსგავსოების გავრცელების საშუალება და რის ხარჯზეც ძიუდოს ფედერაცია ღირსეულად და წარმატებით წარმოჩინდება.
წარმატებები ყველას საქართველოს გახარებისათვის!
თენგაბი
12:33 15-05-2023
1
ჩვენი ბიჭების ოქროები ხომ თავისთავად გამიხარდა,მაგრამ ვერასოდეს დავიჯერებდი,გუნდურში მესამე ადგილიც,ასევე თუ გამიხარდებოდა!ბიჭები ლომები გვყავს და მათ გვერდით,გოგოებიც ლომებად გვექცნენ.პირადში არც ერთს არ უბრძოლია ასეთი თავდადებით და ამ გამარჯვებაში,ღირსეული წვლილიც დაიდეს!ჯწერ ევროპის ჩემპიონობა!ახლა მსოფლიოზე მესამე ადგილი!უკვე საკუთარი ძალების რწმენაც არის და გამოცდილებაც.ოლიმპიურ თამაშებს,უკვე გუნდურადაც მედლის რეალურ პრეტენდენტებად შევხვდებით.მთლიანად ჩემპიონატს რაც შეეხება,ისეთი შთაბეჭდილება მექმნება,თითოქს საქართველოს ნაკრებს კვოტა აქვს გამოყოფილი,ერთი ჩემპიონის სახით და მსაჯები ყველაფერს აკეთებენ,რათა ამ კვოტაში დავრჩეთ და სხვისი წილიც არ წამოვიღოთ.რუსეთი მოუმზადებელი გამოვიდა,უკრაინამ კი,სრულიად სამართლიანი ბოიკოტი გამოუცხადა ჭიდაობის ფედერაციას და მათი კვოტაც სხვებს,ჩვენ წავგლიჯეთ,თორემ ვფიქრობ,მეორე ოქროსაც არავინ დაგვანებებდა.თავისუფალი და ბერძნულ-რომალული ჭიდაობის ფედერაციებმა,თავისი მერკანტილური ინტერესების დასაცავად,ისეთ დღეში ჩააგდეს ჭიდაობის ეს სახეები,რომ ოლიმპიური სახეობებიდან ამოგდების რეალური საფრთხე აქვთ და აღარც მაყურებელში დარჩა პოპულარობა,დღეს კი,ძიუდოში ასე აშკარად ორმაგი სტანდარტების გამოყენება,მალე მასაც შეუქმნის პრობლემებს და მეშინია,პოპულარობის დაკარგვა არ მოჰყვეს.
სოსო
12:26 15-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული