"ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგებით გაგვახარა. ინდივიდუალურ წარმატებებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი ის იყო, რომ გუნდურ შეჯიბრებაში მედალი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ. შერეული გუნდით (კაცთა და ქალთა) გამოსვლის შემდეგ, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გვიჭირდა, ახლა კი ბრინჯაოს დავეუფლეთ. სასტარტო დაპირისპირებაში მონღოლეთის ნაკრები რომ (4:2) დავამარცხეთ, ჩვენი გოგონები შეუდარებელნი იყვნენ - გამარჯვება სამივე მათგანმა (ლიპარტელიანი, სომხიშვილი, ასკილაშვილი) მოიპოვა და საბოლოო შედეგიც განსაზღვრა. ამან გზა მედლისკენ გაგვიხსნა, რისი მეშვეობითაც სარეიტინგო ქულები ავიღეთ და ოლიმპიური ლიცენზიისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.

Sportall.Ge

ეთერ
ასკილაშვილმა (-63 კგ) დოჰაში მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, მონღოლ იჩინხორლოო მუნხტსედევთან, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. 19 წლის გოგონაში დიდ მონდომებას ვხედავდით, ერთი წამითაც არ ნებდებოდა და ისიც გამოჩნდა, ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული. თუ დღეს ქართველი ქალი ძიუდოისტებიდან ეთერ ლიპარტელიანს უფრო იცნობენ, მის სეხსიასაც დიდი მომავალი უნდა ვუწინასწარმეტყველოთ. ამისთვის მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება მოუწევს.

ასკილაშვილი გორში დაიბადა. ამ ქალაქში ძიუდო განსაკუთრებით უყვართ და ბევრი წარმატებაც აქვთ. ეთოს თანაგუნდელი ხომ ლაშა შავდათუაშვილია - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და საერთაშორისო ძიუდოს ერთ-ერთი თილისმაა. ეთომ ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო და პირველ მწვრთნელს, ვეფხია ბაზანდარაშვილს ძალიან ემადლიერება.

Sportall.Ge

ეთერი საქართველოს ჩემპიონია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ დაწყებულა:

"როცა ქვეყნის პირველობაზე პირველად ვიასპარეზე, დავმარცხდი. ამან კიდევ უფრო მოტივირებული გამხადა. მეტი უნდა მევარჯიშა და მომენდომებინა, თუკი მაღალი მიზნების მიღწევა მსურდა. თანაც, ძალიან დიდი მოტივაცია და სპორტული ჟინი მამოძრავებდა - ეროვნულ ნაკრებში უნდა მოვხვედრილიყავი. ზოგჯერ მტკივნეული მარცხი წარმატების გზაზე იქნებ აუცილებელიც კი იყოს!.."

ასკილაშვილი ძალიან გახარებულია, რადგან გუნდურ ასპარეზობაში საქართველომ მედალი 8-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა:

"ეს ახალი ისტორიაა და ბედნიერებაა, მისი მონაწილე რომ ვარ. კარგად იგრძნობოდა, თითოუელ ჩვენგანს გამარჯვების რამხელა სურვილი გვამოძრავებდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ხომ ისტორიული შედეგები ვაჩვენეთ და ამან განწყობა აგვიმაღლა. ვიცოდით, ოლიმპიადისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება რომ შეგვეძლო. სამოტივაციო სიტყვები ფედერაციის ხელმძღვანელებმა, გიორგი ათაბეგაშვილმა და  დავით ქევხიშვილმაც გვითხრეს."

Sportall.Ge

19 წლის ძიუდოისტი ახლა იმაზე ფიქრობს, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს და მისთვის მთავარი მხოლოდ მონაწილეობა კი არა, მაღალი მიზნებისკენ სწრაფვაა. ეთოს ოცნებაა, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვოს. ეს ხომ საქართველოში ქალთა ძიუდოს პოპულარიზებას ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს. ის პირად მწვრთნელს, მარიამ მახარაშვილს მადლობას უხდის და საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებაზე გვიყვება:

"გია თენაძე და კახა მოცრაძე - ქალთა ნაკრების მწვრთველები თავიანთ საქმეს იდეალურად უძღვებიან. მათ ნდობისთვის მადლობას ვეუბნები, ისევე როგორც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთველს, ლაშა გუჯეჯიანს. მათი დამოკიდებულებები და თანადგომა უფრო თავდაჯერებულსა და მიზანსწრაფულს მხდის.

Sportall.Ge

წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება და ამავდროულად, დამატებითი მოტივაციაა, როცა ოლიმპიურ ჩემპიონებთან, მსოფლიო ჩემპიონებთან და სხვადასხვა ტიტულების მქონე სპორტსმენებთან ერთად გუნდურ ასპარეზობაში გამოდიხარ.
ისინი თავმდაბალი, მეგობრული ადამიანები არიან. ყოველთვის გრძნობ, რამხელა მხარდაჭერას გამოხატავენ. მომავალში ერთად ისევ დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ."

19 წლის ძოუდოისტი კმაყოფილია, რომ ისეთ საზოგადოებრივ წრეში უწევს ცხოვრება, სადაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აფასებენ. იცის, რომ დიდი შედეგებისთვის ბევრი რამის დათმობა მოუწევს. ეთერი სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "ქართველი დარია ბილოდიდიც" კი შეარქვა. უკრაინელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანს ხომ "ძიუდოს დედოფალს" უწოდებენ. სხვათა შორის, ეთერ ლიპარტელიანს ის თბილისის გრანდ სლემზე დამარცხებული ჰყავს. ასკილაშვილის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, უკრაინელის მსგავსი წარმატებული კარიერა ჰქონდეს!..

altწერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ

altისტორიული დღე! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილოსანია

მკითხველის კომენტარები / 13 /
არსად არავის დაუწერია რომ ლიცენზია უკვე გვაქვს, სად იპოვეთ თქვენ? სხვა მხვრივ გეთანხმებით
alexandre-ს
19 მაისი 2023 11:53
3
ლიცენზია მოპოვებული გვაქვს და რატომ: ახლა აუცილებელია ყველა ჩვენმა მონაწილემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს. კრაინი ვარიანტია ხუთმა მათგანმა მოიპოვოს, ერთს კი ევროპულ კვოტაში მოახვედრებენ და ლიცენზიას თვითონ ევროპის ფედერაცია მისცემს. ამიტომ წერენ, რომ თითქმის მოპოვებული გვაქვს, რადგან ბიჭებს ლიცენზია ჯიბეში უდევთ. გოგოებს 57-ში და მძიმეში ლიცენზია არ უნდა გაუჭირდეთ 70-ში თუ ვერ ავიღეთ, მაშინ გვაჩუქებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
21 მაისი 2023 20:07
0
რეპორტაჟის დროს თქვეს კომენტატორებმა! 100%! შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ. სილქ უნივერსალზე იყო რეპორტაჟი. ლაპარაკია გუნდური შეჯიბრის ლიცენზიაზე.
alexandre
19 მაისი 2023 12:24
0
ძალიან კარგი გოგოა ეთერი! მადლობა,შვილო. თავდადებისთვის,ბრძოლისთვის! წარმატებები მინდა გისურვო!გაიხარე და გაახარე საქართველო!
"ამან გზა მედლისკენ გაგვიხსნა, რისი მეშვეობითაც სარეიტინგო ქულები ავიღეთ და ოლიმპიური ლიცენზიისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით". ეს რაა?! სულ აცხადებენ ლიცენზია მოვიპოვეთო,შენ კი რას წერ? ლიცენზია მოვიპოვეთ თუ დიდი ნაბიჯი გადავდგით? ძალიან გთხოვ, მიპასუხე.
alexandre
19 მაისი 2023 11:30
0
Nu icit xolme gijivit egreve sisuleleebis laparaki daria bilodedamde bevri uklia magram tu ase gaagrdzela karg shedegebs miagcevs....
Z
18 მაისი 2023 17:48
6
წარმატებები ამ გოგონას.
აი აბურჯგა შენთვის ფაქტები.
1. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე მეტი ქართველი რომ დაიღუპა, ხომ იცი ეს ამბავი?
2. სსრკ-ს მოკავშირე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეპრესირებული და დახვრეტილი რომ საქართველოდან რომ იყო ესეც თუ იცი?
3. მეორე მსოფლიო ომში გადაწმყვეტ ფაზაში მთელი ევროპა და აშშ რო ებრძოდა ჰიტლერს და ომი მარტო სტალინს არ მოუგია ეს ჩაგუგლე და ბევრ დოკუმენტურ მასალას ნახავ.
4. ქართველი ვარო სადმე თუ უთქვამს რომელიმე შეხვედრაზე ან ოფიციალურ განცხადებაში სტალინს იქნებ გააზიარო? აქვე გააზიარე თუ შენ იცი თორე მე ვერსად ვიპოვე ასეთი?
5. უამრავი ეკლესია მონასტერი რომ დაინგრა და კულტურული ძეგლი კიდე ესეც ხომ ფაქტია, მანამდეც წირვა ლოცვა მხოლოდ რუსულად რომ უნდა ტოფილიყო ესეც ხომ ფაქტია?
6. ქართულად საუბარი ოფიციალურ შეხვედრებზე და ,,ვაი ინტელიგენტ" წრეებში რო ,,ტეხავდა" ეს უფროს თაობას კითხე და დაგიდასტურებენ ესეც ფაქტია.
7. ყველაზე მეტი კომფლიქტური რეგიონ მთელი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში რო დატოვა ,,ნელი მოქმედების ნაღმებივით" ესეც ხო ფაქტია.
და ასევე უბრალოდ რუკები აიღე და ნახავ რომ საბჭოთა კავშირამდე და საბჭოთა კავშირის მერე საქართველომ რამხელა ტერიტორიები დაკარგა.
ხოდა რატო გაუმარჯოს რადგან ცნობილი იყო? და ჰიტლერს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია? კი ეგ ფაქტია და ყოჩაღ მაგისთვის მარტო მაგისთვის და მანდაც მარტო არ იყო გარემოცვიდან აგულიანებდნენ ბერია და სხვები კიდე გარემოცვიდან მაგის ფაქთებიც არის.
ეს ფანატიზმი არაა კარგი, ძაან ცუდია, დამღუპველია.
საღად შეხედეთ.
კაი რაღაცეებისთვის ყოჩაღ ,,დიდ ბელადს" მაგრამ სადღეგრძელებელი მას მით უმეტეს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია.

ქართველი
18 მაისი 2023 13:41
16
აი ვინც დისლაიქები დაწერეთ, ტყუილი რა არის იქიდან რაც ზემოთ წერია? რას უნდა ვუმადლოდეთ სტალინს ქართველები? ჩვენი მიწების გაჩუქებას, ერის საუკეთესო ნაწილის ამოწყვეტას თუ ნაღმების ჩადებას? რუსები კი ბატონო უნდა უმადლოდენ, მაგრამ არ დაუნახეს სიკეთე და ძალიანაც კარგი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ სხვის სამსახურში ჩამდგარს ეგ ბედი ელოდება. ქართველი სტალინისტი კი არ არსებობს- თუ სტალინისტია ქართველი ვერ იქნება, უბრალოდ ქართულგვარიანი საბჭოთა ადამიანია. "მოი ადრეს ნე დომ ი ნე ულიცა, მოი ადრეს სოვეტსკი სოიუზ " - ტიპები.
არტ
19 მაისი 2023 00:18
2
"ქართველი" კი არა გადაგვარებული ამერიკოსი ხარ @ კიი აბა ამერიკამ ინგლისმა და განსაკუთრებით საფრანგეთმა "მოუგეს" ომი გერმანიას ! არდენებთან გამოჩდა რისი მომგებები იყვნენ--რიცხობრივად ნაკლებმა და ნაკლები ტექნიკით თანაც შედარებით ნაკლებად მებრძოლებმა (ძლიერი მებრძოლები გერმანიას აღმოსავლეთის ფრონტზე ყავდა და ევროპაში კი ზურგის ჯარები ყავდათ) გადაუარეს გერმანელებმა იმ შენ "ომის მომგებებს" და რომ გაეგრძელენინა გერმანიას შეტევა მთელ მაგათ არმიებს დაამარცხებდა და ცოცხლად დარჩენილებს ატლანის ოკეანეში გადაყრიდა ! შენი საყვარელი ამერიკის ელჩი მოსკოვში მოლოტოვს ლამის დაჩოქილი ეხვეწებოდა და ჩერჩილი კი თხოვნებს უგზავნიდა სტალინს როგორმე იქნება შეტევა მთელი ფრონტის ხაზით წამოიწყოთ რომ არდენიდან გერმანელებს ბრძოლისუნარიანი ნაწილები მოეხსნათ და აღმოსავლეთში გადაესროლათ ! სტალინის უდიდესი შეცდომა იყო რომ შეასრულა დასავლეთის თხოვნა და შეტევის ოპერაცია 2 კვირით ადრე დაიწო და ამით გადაარჩინა ამერიკა-ბრიტანეთის ჯარები ნაღდ დაღუპვას ! გემნანელებმა ზღუდეების შესანარუნებლად 4 დივიზია მოხსნეს დასავლეთიდან და არმოსავლეთში გადაისროლეს და ამით არდენებში შეტევა შეაჩერეს და ამერიკა-ბრიტანეთმა ცოტა ამოისუნთქეს და მერე შეტევაზეც გადავიდნენ ! აი ესაა სიმართლე და შენ და შენნაირებს თუ არ გჯერათ წაიკითხეთ გარიმანის მონტგომერის ეიზენჰაუერის მოგონებები !
zura222
18 მაისი 2023 23:55
6
ყველა გამოხმაურება
ეთერი შენ ჩვენი საქართველოს ბაბუების თაობის საყვარელი შვილიშვილი ხარ! გიყურებდი პატარა გორელი გოგონა როგორ მედგრად იბრძოდი საქართველოს სასახელოდ, შემართებით, თავდადებით და სიამყე მიპყრობდა, იმარჯვებდი თუ მარცხდებოდი სიამაყის ცრემლი მდიოდა! შენ გაგახარებს და აუცილებლად გაგამარჯვებინებს ღმერთი! დიდება საქართველოს, დიდება გორს, დიდება სტალინს!
aburjga
18 მაისი 2023 12:42
20
))) დიდება კი არა ხსოვმა იყოს ან რამე ეგეთი ბაბუ. დიდება საქართბელოს.
Anz
18 მაისი 2023 14:29
2
ეს რა კარგი გოგო გვყოლია.შვილო გენაცვალე,გაიხარე ჩვენი გახარებისთვის.გისურვებ ჯამრთელობას,სულ მაღალი ტიტულებისთვის გებრძოლოს.
chabuka
18 მაისი 2023 11:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული