უმედლო პირველი დღე ასტანაში - თუთაშვილი და ნადირაძე ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი თუთაშვილი და ლაშა ნადირაძე წარდგნენ.

ფინალურ ბლოკამდე ვერც ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ვერ მიაღწია.

ლაშა ნადირაძემ პირველ წრეში კვიპროსის სახელით მოასპარეზე გეორგიოს ბალარჯიშვილი დაამარცხა, ასევე გაიარა უზბეკი მარუფჯონ ახმადოვის ბარიერიც, თუმცა აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვთან დამარცხდა.

გიორგი თუთაშვილი კი პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ბასილეს შეხვდა და წააგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სტანაში არ გაუმართლა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს,სამაგიეროდ ტრისტან მოსახლიშვილი გახდა ჩემპიონი ესპანეთის სახელით. მისგან ინტერვიუ აიღეს ,ცხადია ესპანურად პასუხობდა,მაგრამ პირველივე პასუხის ბოლოს ესპანურიდან ქართულზე გადავიდა და ,,საქართველო,მიყვარხარ გულში" ქართულად თქვა.
იქნებ გაგეშუქებინათ,ა ბატონო ლინკი და სადღაც 25-წამიდან

https://www.youtube.com/watch?v=u2itbiU8STo
ადამიანი
11:51 20-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული