ყაზახეთის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, საიდანაც 2-მა, გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეშვილმა (+100 კგ ორივე) ფინალურ ბლოკამდე მიაღწიეს. თუმცა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ორივე მათგანი დამარცხდა. გურამ თუშიშვილმა რუს ვალერი ედნოვიცკისთან დამატებით დროში წააგო, ინანეიშვილი კი ყაზახი გალიმზან კრიკბაისთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ - 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილმა მოიპოვა, 25 წლის ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგამპოუ დაამარცხა.

ინანეიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით დაამარცხა მაგომედომარ მაგომედომაროვი (გაერთინებული საამიროები) და კასპერ სზუროვსკი (პოლონეთი), ნახევარფინალში კი ტაჯიკ ტამირ რახიმოვთან იპონით დამარცხდა.
გურამ
თუშიშვილიც ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან სუფთა გდებით დამარცხდა, საუკეთესო ოთხეულში გასვლამდე კი გურამმა გზად ტაჯიკი შაკარმამედ მირმამადოვი და ყაზახი გალიმზან კრიკბაი დაამარცხა.
რაც შეეხება სხვა წონით კატეგორიებს, როგორც იცით, ბექა ღვინიაშვილი - 100 კილოგრამში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა წარმატებით ვერა, რადგან პირველივე წრეში რუს ნიაზ ბილალოვთან გაფრთხილებებით წააგო.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილმა სამხრეთ კორეელი იუნგ კიმის დამარცხების შემდეგ იტალიელ ჯენარო პირელასთან შიდოებით დამარცხდა.

რაც შეეხება -90 კილოგრამს, ვლადიმერ ახალკაცმა პირველსავე წრეში ბელგიელ სამი ჩოუჩისთან წააგო, ხოლო ბაქარ ერაშვილმა მეორე წრეში (პირველ რაუნდში ყაზახი აიან ბაიგაზის მოუგო) - ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან.

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის გრანდ-სლემზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა



მკითხველის კომენტარები / 17 /
აუ სირცხვილია რა უკვე თუში, ეს რუსი რასაც გიშვრება.
ტტტ
15:06 18-06-2023
5
აკი გუჯეჯიანმა, ყველა რუსს ლავაშივით გავაკრავთო. გაგვაკრეს ბლინებივით?!
xuta
19:30 18-06-2023
8

სიახლეები პოპულარული