ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის მესამე, ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 8 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამჯერად, გამარჯვება ბექაურმა მოიპოვა. ილია სულამანიძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა - მას მედლისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელი არ გამოუცხადდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ მეორე წრეში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბელგიის სახელით მოასპარეზე ტომა ნიკიფოროვს სძლია, ნახევარფინალში ისრაელის სახელით მოასპარეზე პიტერ პალტჩიკთან დამარცხდა, შემდეგ მასთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი ტრავმის
გამო არ გამოცხადდა და ილიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ წონაშივე მოასპარეზე მეორე ქართველმა, ონისე სანებლიძემ, სამწუხაროდ, პირველივე ბრძოლა ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და მასტერსი უმედლოდ დაასრულა.

ამავე წონაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილმა სამხრეთკორეელ მინჯონგ კიმს სძლია, მეორე რაუნდში კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, გელა მეოთხედფინალში ფინელ მარტიი პუუმაალაინენთან შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი იაპონელ კოკორო კაგეურას იპონით სძლია.

გურამ თუშიშვილმა მეორე წრეში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დაამარცხა, მერვედფინალში უკრაინელ ევგენი ბალიევსკის სძლია, თუშიშვილი მეოთხედფინალში იაპონელ ტაცურუ საიტოსთან დამარცხდა.

+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა თურქი კაირა ოზდემირი დაამარცხა, თუმცა ფრანგ კორელ ჰაიმესთან ვერაფერი გააწყო და ტურნირს გამოეთიშა.

altშავდათუაშვილმა ტერაშვილი დაამარცხა და უნგრეთის მასტერსზე მესამე ადგილი დაიკავა

altტატო გრიგალაშვილმა უნგრეთის მასტერსზე მესამე ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველა ტურნირზე ოქრო-ვერცხლს გეთანხმები ოლიმპიადის ოქრო- ვერცხლი ჯობია ძმაო, ეხლა კიდევ ბექაურს მიულოცავ ამ წარმატებას, თქვენ იყავით ფინალში ხოლმე და არაა პრობლემა ხან ერთმა მოიგეთ ხან მეორემ
გ.შ.
19:43 06-08-2023
0
თუში უზომო ჭამა-სმას თუ არ შეეშვება, უარესი დაემართება.
ტაბუ
15:46 06-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული