ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა

AutoSharing Option
ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა. ამის შესახებ განცხადება ძიუდოისტმა ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მოგეხსენებათ, უნგრეთის დედაქალაქში ქართული ფინალი შედგა, სადაც ბექაურმა ლუკა მაისურაძეს აჯობა.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ქვეყნის ტერიტორიაზე 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საოცარი ახალგაზრდები,სასწაული მოქალაქეები და ადამიანები დავკარგეთ!!
მარი
07 აგვისტო 2023 17:35
0
მადლობა ლაშა!!ზოგიერთ ქართველ სპორტსმენს არც გახსენებია რომ გლოვის დღეებია საქართველოში!!!!
საქართველო უპირველესად
07 აგვისტო 2023 17:10
0
სწორი შენიშვნაა!!!!ქართველო სპორტსმენებო!!ინსტაგრამი და ფეისბუქი მარტო გართობისთვის არაა და ზოგჯერ შენი ქვეყნის და ხალხის ტკივილი უნდა გაიზიარო,კვარას ეს არასდროს ეშლება და არც ეხლა შეშლია!!!!!
*
07 აგვისტო 2023 17:48
0
როგორი მძიმე თვეა აგვისტო საქართველოსთვის,გამძლეობა დაღუპულთა ოჯახებს!
!!!
07 აგვისტო 2023 16:38
0
რა მძიმე დღეები უდგას საქართველოს!!!
გიორგი
07 აგვისტო 2023 16:35
0
ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს,უდიდესი ტრაგედიაა!!
ლია
07 აგვისტო 2023 16:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული