სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

თუშიშვილმა მანსურ რაჰმონს, ტამერლან ბაშაევსა და იერასილ კაჟაიბაიევს სძლია, ფინალში კი ინალ ტასოევთან დამარცხდა.

ორივე ძიუდოისტს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, 32 წამით ადრე ტასოევს ვაზარი ჩაუთვალეს, რასაც თუშიშვილის პროტესტი მოჰყვა და მსაჯმა ბრძოლოდან მოხსნა.

ამავე წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბაშაევთან იპონით დამარცხდა.

დღეს ოქროს მედალს ილია სულამანიძე (-100 კგ) დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემი აზრით აქ იყო მდგომარეობა , სადაც შესაძლებელი იყო ქულის მიცემა , რადგან ტასოევმა დაიწყო დგომიდან და მსაჯს შეეძლო ჩაეთვალა დინამიკაში დამთავრებად . თვითონ გურამმა მოადუნა წამით ყურადღება ქვეჭიდში წამიერად და მაშინ შეახებინა ბეჭი ტატამს . ეს სადავო თემაა , მაგრამ მეტ პრობლემას ვხედავ თვითონ თუშიშვილის განწყობა-ფსიქოლოგიაში .
Tedo
13:02 26-09-2023
0
საინტერესოა ობიექტურად იყო თუ არა ვაზარი? ნუცუბიძემ
რო გაანალიზოს კარგი იქნებოდა
ლაშა 19
19:19 25-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული