ხალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ოდიველაში (პორტუგალია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან წარმატებას მიაღწია ალექსანდრე ლოლაძემ.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლოლაძე შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო აშშ-ის წარმომადგენელს, ბრაზილიელ და ჩეხ მეტოქეებს. ნახევარფინალში ვაზარით დაამარცხა იაპონელი ნაოტო იზავა, მაგრამ ფინალში იპონით დამარცხდა იაპონელ კაიტო ამანოსთან და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი