ალექსანდრე ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა

AutoSharing Option
ხალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ოდიველაში (პორტუგალია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან წარმატებას მიაღწია ალექსანდრე ლოლაძემ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლოლაძე შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო აშშ-ის წარმომადგენელს, ბრაზილიელ და ჩეხ მეტოქეებს. ნახევარფინალში ვაზარით დაამარცხა იაპონელი ნაოტო იზავა, მაგრამ ფინალში იპონით დამარცხდა იაპონელ კაიტო ამანოსთან და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ ყოჩაღ კარგი ვაჟკაცი მალე ოქროებიც მოვა სამშობლო გიყვარდეს და შრომა არ დაიზარო. უფალი გიფარავდეს
კახა
02:39 08-10-2023
0
ეგ გუშინდელი ინფორმაციაა..დღეს რომ შაკო გურეშიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა იმაზე დაწერეთ ვრცლად..ბიჭმა ფინალი კოქსით მოიგო..ჯერ ვაზარი..მერე იპონზე დაიჭირა..თურქმა მეტი ძიუდოს აღარ ვიჭიდავებო და სამბოში გადავიდა..ვულოცავ შაკოს დიდ გამარჯვებას..მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე იჭიდავა და ძალაინ გაგვახარა...წარმატებები აწი დიდ არენაზე.
ბუჯანგა
23:26 07-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული