ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
აბუ-დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

მარგველაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და რომარიკ ვენდ-იამ ბუდას (საფრანგეთი), მუჰამედ დემირელს (თურქეთი), გუსმან კირგიზბაიევს (ყაზახეთი) და რუსლან პაშაევს (აზერბაიჯანი) სძლია, ფინალში კი მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი) დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ალეკო კასრაძე პირველივე წრეში კუბანიჩბეკ აიბეკუულუსთან (ყირგიზეთი) დამარცხდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) კი ასევე პირველ წრეში მატეუს ტაკაკისთან (ბრაზილია) წააგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიდეოს რატო არ დებთ? ვულოცავ ვაჟას
ბოლოკა
25 ოქტომბერი 2023 18:00
0
წარმატებები ვაჟას! მაგრად გამეხარდა
ჯონი
25 ოქტომბერი 2023 01:29
0
ვაჟა ხარ ნამდვილი, მაგარი კაცი, ჩემპიომი კაცი! მადლობა! ღმერთმა გაგახაროს! ჩემთვის ეს ეგრეთ წოდებული ძიუდო ქართული ჭიდაობაა და განსაკუთრებული ინტერესით ვუყურებ! ღმერთმა ისე გაგახაროს როგორც შენ მე გამახარე! დიდება საქართველოს ლომების და არწივების სამშობლოს!
aburjga
24 ოქტომბერი 2023 19:53
1
დაჯილდოების დროს დროშები ვერ დავინახე და იცით ვინმემ იყო თუ არა და თუ არა რატომ?
Nick
24 ოქტომბერი 2023 19:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული