ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
აბუ-დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

მარგველაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და რომარიკ ვენდ-იამ ბუდას (საფრანგეთი), მუჰამედ დემირელს (თურქეთი), გუსმან კირგიზბაიევს (ყაზახეთი) და რუსლან პაშაევს (აზერბაიჯანი) სძლია, ფინალში კი მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი) დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ალეკო კასრაძე პირველივე წრეში კუბანიჩბეკ აიბეკუულუსთან (ყირგიზეთი) დამარცხდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) კი ასევე პირველ წრეში მატეუს ტაკაკისთან (ბრაზილია) წააგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიდეოს რატო არ დებთ? ვულოცავ ვაჟას
ბოლოკა
18:00 25-10-2023
0
წარმატებები ვაჟას! მაგრად გამეხარდა
ჯონი
01:29 25-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული