ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
აბუ-დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

მარგველაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და რომარიკ ვენდ-იამ ბუდას (საფრანგეთი), მუჰამედ დემირელს (თურქეთი), გუსმან კირგიზბაიევს (ყაზახეთი) და რუსლან პაშაევს (აზერბაიჯანი) სძლია, ფინალში კი მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი) დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ალეკო კასრაძე პირველივე წრეში კუბანიჩბეკ აიბეკუულუსთან (ყირგიზეთი) დამარცხდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) კი ასევე პირველ წრეში მატეუს ტაკაკისთან (ბრაზილია) წააგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაჟა ხარ ნამდვილი, მაგარი კაცი, ჩემპიომი კაცი! მადლობა! ღმერთმა გაგახაროს! ჩემთვის ეს ეგრეთ წოდებული ძიუდო ქართული ჭიდაობაა და განსაკუთრებული ინტერესით ვუყურებ! ღმერთმა ისე გაგახაროს როგორც შენ მე გამახარე! დიდება საქართველოს ლომების და არწივების სამშობლოს!
aburjga
19:53 24-10-2023
1
წარმატებები ვაჟას! მაგრად გამეხარდა
ჯონი
01:29 25-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული