ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბექაურმა მურად ფატიევს (აზერბაიჯანი), მარკუს ნიმანს (შვედეთი), ალეკსის მატიეს (საფრანგეთი) და ნოელ ვან ტენდს (ნიდერლანდები) სძლია, ფინალი კი ნემანის მაიდოვთან (სერბეთი) დამატებით დროში ვაზარით წააგო.

დღეს ოქროს მედლებისთვის ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლაშა ბექური დასუსტებულად გამოიყურებოდა. მეტოქე აშკარად უფრო ამტანი იყო. ლაშა ძველი ტიტულების არავის ეშინია. მოდის უფრო ძლიერი და უფრო მონდომებული ახალგაზრდობა. თუ საქმეს სერიოზულად არ მიუდექი და არ ივარჯიშე ისე როგორც საჭიროა, ვერაფერს გახდები. ასე რომ, დაუფიქრდი, რა დააკელი ვარჯიშს და დასკვნები გააკეთე. თუ ძველი დიდების ძიუდოისტებს ვარჯიში გეზარებათ, მაშინ უნდა დაანებოთ თავი მაგ საქმეს და გზა დაუთმოთ მომავალ თაობას!!!
!!!
05 ნოემბერი 2023 22:50
1
დარიას ცოდვამ გიწია ლაშუ.DDDD
eee
05 ნოემბერი 2023 22:27
1
კლასიკურ და თავისუფალ ჭიდაობაში ვეღარ ვიმარჯვებთ,ახლა კი,ძიუდოც დაემატა.4 კაცი რომ ფინალში გავა და ყველა წააგებს,ეს მგონი ფსიქოლოგიის სფერო უფრო უნდა იყოს.წინა ოლიმპიადაზეც რამდენი ფინალი წავაგეთ...!მგონი უკვე დაგვიანებულიც კი არის და სასწრაფოდ დასაწყებია,ამ მიმართულებით მუშაობა და მდგომარეობის გამოსწორება.
სოსო
05 ნოემბერი 2023 22:08
2
სანამ გდებას გაუკეთებდა მანამდე 23 ჯერ ეკუთვნოდა მესამე შიდო იმდენი ხანი აჭიდავეს ბოლო ბოლო გაეპარა ერთი ილეთი
Gio
05 ნოემბერი 2023 21:35
2
ძალიან იბრმავებდნენ ამ ბიჭის სერბის საქციელზე თვალს,ვისაც ჭიდაობის რამე ესმის ის მიხვდება
ხათუნა
05 ნოემბერი 2023 23:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული