სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა

AutoSharing Option
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სულამანიძემ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლუის მაი (გერმანია), აარონ ფარა (ავსტრია) და პეტერ პალჩიკი (ისრაელი) დაამარცხა, ხოლო ფინალი ზელიმ კოცოიევთან (აზერბაიჯანი) იპონით წააგო.

დღეს ფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იჭიდავებს და ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდი არ იყო მომზადებული!
12
05 ნოემბერი 2023 22:24
0
ოთხი კაცი გავიდა ფინალში და ერთმაც მესამე ადგილისათვის იჭიდავა.მოუმზადებელი გუნდი ამდენს ვერ შესძლებდა,მაგრამ ყველამ წააგო და ეს ნიშნავს,რომ ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადება გასაუმჯობესებელია.ტატოს,მსაჯმა მოჰპარა ოქრო როდესაც ჯერ გარეთ გაქცევაზე არ გააფრთხილა მეტოქე,მერე კი,აშკარა ჩავარდნაზე,გურამმა თვითონ წააგო,უკვე მოგებული ბრძოლა და სამწუხაროდ,ეს ხშირად ემართება.აქ რა თქმა უნდა კონცენტრაციის დაკარგვაშია საქმე.ბექაური,6 წუთი,მხოლოდ ის უტევდა მეტოქეს და მსაჯმა არაფრით აღირსა,მესამე გაფრთხილება,მეტოქეს.არც ილიას ჰქონდა,წასაგები ფინალი,მაგრამ წააგო და თუ წინა ოლიმპიადაზე წაგებულ ფინალებსაც გავიხსენებთ,მაინც საფიქრალი გვაქვს ამ ტენდენციაზე.მით უმეტეს,რომ თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობებშიც შევწყვიტეთ ჩემპიონების ზრდა და აშკარა უკანდახევა გვაქვს.
სოსო
06 ნოემბერი 2023 00:10
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული