ფინალში თუშიშვილიც დამარცხდა - ქართველების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა

თუშიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა, ფინალში კი დამატებით დროში მარტი პუუმალაინენთან (ფინეთი) მარცხი განიცადა. არადა, ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ ძირითადი დროის დასასრულს ანგარიში გაუთანაბრა და საბოლოოდ სძლია.

ამრიგად, ტურნირზე ფინალში ოთხი ქართველი დამარცხდა - თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
Ბექაურმა მაგრად იბრძოლა,ილომ წააგო.თუშამ ოლიმპიადის არ იყოს მცხეთამდე მოტანილი მედალი ჯერ ოლიმპიადაზე გაატანა უკან და ეხლა ხო საერთოდ...არ ვიცი რა ვთქვა
jordan beli
21:44 06-11-2023
0
მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე, სადაც აზიელებიც იქნებიან, ასეთი ფიზიკური მომზადებით ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდება.
ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
21:24 06-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული