ლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
ძიგარო კანოს ტურნირზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იაპონელ მურაო სანშიროს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

შეხვედრა, რა თქმა უნდა, დაძაბული გამოდგა, ვერც ერთი ძიუდოისტი ილეთის გაკეთებას ვერ რისკავდა, ძირითად დროში ლუკამ 2 გაფრთხილება მიიღო, დამატებით დროში მურაო გააქტიურდა, 1:52 წუთის გასვლის შემდეგ კი იაპონელმა იპონით შეძლო ბრძოლის მოგება.

ლუკამ ფინალის გზაზე ებრაელი გაი გურევიტჩი, შვედი მარკუს ნიმანი, ყირგიზი ერლან შეროვი და სამხრეთ კორეელი დონღან გვაკი დაამარცხა.

შეგახსენებთ, ძიგანო კანოს ტურნირი აქამდე 3 ძიუდოისტს აქვთ მოგებული - 1982 წელს დავით ბოდაველს, 2015
წელს ავთანდილ ჭრიკიშვილსა და 2019 წელს ბექა ღვინიაშვილს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯიგორო არა ჯიგარსონა კიდევ ))) რა გვეშველება ((
gpi
27 იანვარი 2024 01:05
0
კიტხვა მაქვს ესეტი, ლუკა სჰვილო სჰენი მიზანი ლასჰას მოგება იკო მსოპლიოზეეე?და დანარცჰენი ტურნირები ცხალსაც ცაუგიააა?
kako
04 დეკემბერი 2023 14:29
1
ახლა მეორე დღის ფინალები ჩავრთე.ლევან მატიაშვილი,ტასოევს უნდა ეჭიდაოს და სახელებს არ იკითხავთ?-ჯოან ტასოევი ეჭიდავება,ბარბარა მატიაშვილს.ასე წერია,განრიგში.ლუხულ ჩხვიმიანმა,სამწუხაროდ შებოჭვით წააგო,მესამე ადგილისათვის ბრძოლა,იაპონელთან
სოსო
03 დეკემბერი 2023 13:17
1
ფიზაკაში თუ არ მოუმატეს არაფერი გამოვა იღლებიან .
ტიტე
02 დეკემბერი 2023 19:01
1
შავდათუაშვილი, ისევე როგორც ბექაური და ტატო ჩაეხსნა ამ ტურნირს და სად ნახე მაგის ჭიდაობა? დაგესიზმრა ალბათ.დდდ
Dima-ს
02 დეკემბერი 2023 18:39
4
შავდათუაშვილს ტაჯიკმა ხოჯაზადემ მოუგო გაფრთხილებებით!
მწვრთნელი
02 დეკემბერი 2023 22:53
0
შავდათუაშვილი არ ჩახსნჯლა იჭიდავა პირველი და პირველივე წააგო. სხვა ტურნირს ხო არ ადევნებ თვალს?
Dima
02 დეკემბერი 2023 22:41
0
მაისურაძემ დააგდო ვაზარზე, მაგრამ იაპონიაში ეაპონელთან ვინ ჩაგითვლის ვაზარს! ისე ლუკა დაცვიდან ჭიდაობდა და იაპონელს ეტყობოდა კარგი ფიზიკური მომზადება! ლუკა ძალიან რომ დაიღალა, მერე უკვე გაუკეთა ილეთი იაპონელმა!
მწვრთნელი
02 დეკემბერი 2023 14:57
2
რო არც არავინ აჩვენებს
სერიალების ქვეყანა
02 დეკემბერი 2023 14:01
2
მართალს ამბობთ
ამიტომ აქ ვუყურებ ხოლმე Judotv.com , youtube
ადამიანი
02 დეკემბერი 2023 14:56
1
შავდათუაშვილის რისთვის იყო? პირველივე შეხვედრაში უკვე დაღლილი იყო, საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ბოლო მაჩვენებმებუთ ტერაშვილი იმსახურებს ოლიმპიადას
Dima
02 დეკემბერი 2023 13:46
1
ფინალების წაგება დაგვჩემდა მაგრად..
ალექს
02 დეკემბერი 2023 12:30
1
ფინალებს უკვე დიდი ხანია ვაგებთ. ეს კი ფსიქოლოგიის ამბავია. დასავლეთში ნაკრებ გუნდებს არა მარტო ფსიქოლოგი, არამედ ასტროლოგებიც ყავთ, ჩვენ კი მაგენი კი არა ხეირიანი მასაჟისტიც არა გვყავს და ასეთ ვითარებაში კიდევ ბევრს აკეთებენ ჩვენი ბიჭები.
ჟორა გაბრიჭიძე
02 დეკემბერი 2023 19:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული