გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა.

დიმიტრი გოჩილაიძე (-81კგ) და ვლადიმირ ახალკაცი (-81კგ) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.

გიორგი ჩიხელიძე (-73კგ) კი ტურნირის ფინალში გავიდა და იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ხვალ, პარიზის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ლაშა ბექაურს ვერ ვიხილავთ. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთავარი ამოცანაა რუსებს არ აჯობონ.ბნელეთია სრული !
გიორგი
04 თებერვალი 2024 03:13
1
ეს ჩვენი ლიდერები, მგონია, ოლიმპიადაზედაც ,,შეუძლოდ” იქნებიან. რა უბედურებაა, ყველა სპორტსმენს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ,,გრუზინი” რატომ ემართებათ.
ტაბუ
04 თებერვალი 2024 01:04
4
ვულოცავთ გიორგის მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას.
ახლა ორი სიტყვა თვითონ ფინალზე. ტაქტიკურად სწორად დაიწყო, აგრესიულად აწვებოდა იშიჰარას, ქართულად ეჭიდავებოდა და რამდენჯერაც ხელი გადაავლო, იმდენჯერ გაექცა ან ჩავარდა დაბნეული იაპონელი, რომელიც გააფრთხილეს კიდეც... მერე იცით რა მოხდა? პროფესორმა მწვრთნელმა დაუზახა: ,,ნუ დასდევო'' და ისიც გაჩერდა და ...წააგო... ე ბიჭო, გაჩუმდი მაინც... იაპონელმა მოიგონა ძიუდო და მაგათ ძიუდოს ილეთებით ვერასოდეს მოუგეებ, ქართული ჭიდაობის ოლეთებით უნდა ვეჭიდავოთ... გამგები გამიგეებს...
გიორგი-50
04 თებერვალი 2024 00:40
1
მოულოდნელი და სენსაციური იყო ვერცხლი ჩიხელიძისთვის ,ეს ერთი და სხვა მრავალი ,ფიზიკაში მეტი და მეტი ვარჯიში.
გოგა
03 თებერვალი 2024 23:46
0
რა თქმა უნდა ფინალის წაგება,საწყენია,მაგრამ პარიზის ტურნირის ვერცხლის მედალიც,ძვირად ფასობს.რა თქმა უნდა ვულოცავ!ეს ერთი და სხვა მრავალი!
სოსო
03 თებერვალი 2024 21:43
0
ყველაზე მეტი მონაწილე სწორედ ამ წონაში იყო ...
ყოჩაღ! წარმატებები, გიორგი(ს)!
არა და
03 თებერვალი 2024 20:25
1

სიახლეები პოპულარული