ტაშკენტის განდ სლემზე 20 წლის გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სარდალიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, კამოლიდინ ბახტიიოროვი (უზბეკეთი), ჰაგდოდ გულოვი (ტაჯიკეთი), ელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) და რომენ პიკარი (საფრანგეთი) დაამარცხა, ფინალი კი დოსტონ რუზიევთან (უზბეკეთი) დათმო.
მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლაშა ნადირაძემ (66 კგ). ხვალ ტაშკენტის ტატამზე ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ) იჭიდავებს.