"დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად" - ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

AutoSharing Option
ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

თავად მაისურაძემ "ლიდერსპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ადვოკატიც აიყვანა, თუმცა სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდა.

"ერთი წლის
წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად", - განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, ლუკა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ძიუდოში ერთადერთი ოქრო სწორედ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ლაშა ბექაურის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

altლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა

altლუკა მაისურაძე პირველივე წრეში დამარცხდა

altქართული ფინალი დოჰაში! ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

მკითხველის კომენტარები / 48 /
სამწუხაროდ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო კომისიამ შეიძლება გაუზარდოს ლუკას დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობა. მას ხომ ჯერ არ განუხილავს ეს საქმე და შეიძლება არ დაეთანხმოს 1 წლიან სასჯელს. ასევე ბევრმა არ იცის, რომ 30 წლამდე რეიტინგში მყოფ ძიუდოისტს არსად გაუშვებს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (ამის დადგენილება ნიღებულია). ასევე არ იცით, რომ ბექაურმა შარშან 2-ჯერ მოუგო მაისურაძეს და აქ არაფერშუაშია ოლიმპიური ჩემპიონობა.
ალექსანდრე
17 მარტი 2024 11:05
0
ასეა როცა მთავრობა "გკრიშავს" კონკურენტებიც ადვილად გშორდებიან. უღირს კი იმას ვინც ლუკას ნაცად მიდის იმ ოლიმპიადაზე? სამართლიანობის განცდა, ან სინდისის ქენჯნა არ ექნება ვითომ? ყველაფერს ფასს აკარგინებენ, უსამართლობას თესავენ და მერე უკვირთ სხვა ქვეყნის სახელით რატო გამოდიან ჩვენი სპორტსმენები.
გიორგი
16 მარტი 2024 22:19
6
ყოველთვის მშრომელი და მოწესრიგებული სპორტსმენი იყო. ისე ჩანს, ყველაფერს არ ამბობს და სწორედაც იქცევა, ჯერ მარტო 26 წლისაა. მაგრამ სადაა ჩვენი ძიუდოს ფედერაცია? მაგალითი აიღონ ჩვენი ძალოსნობის ფედერაციისგან, როგორ მხარში დაუდგნენ სანიკიძეს მსგავს სიტუაციაში.
გიორგი
15 მარტი 2024 19:36
1
ცუდია ამბავია ძალიან და ვისი დაუდევრობით (თუ შეგნებულად)მოხდა ერთი ადგილით უნდა დაკიდო,სჯობდა სამართლიან ბრძოლაში გამარჯვებული წასულიყო ოლიმპიდაზე.არ გატყდე ლუკა ამ პერიოდში მოიშუშე თუ რამე ტრამვა გაქვს.წარმატებებს გისურვებ შენც და ყველა სპორცმენს
რამაზი
15 მარტი 2024 11:19
2
ბექაური რო ათი თავით სჯობია მაისურაძეს ყველამ ვიცით, წარმოიდგინეთ ერთი ბექაური დაგვეტოვებინა ოლიმპიადის მიღმა...აზზე მოდით რა!!!
მაიცა რა
15 მარტი 2024 08:07
31
ჯერ თვითონ მოდი აზრზე საერთოდ რაზეა აქ ლაპარაკი.
გიორგი
15 მარტი 2024 19:26
0
ათი თავით? შედეგებით უნდა განისაზღვროს. ეს არის სამართლიანი.
ზაზა
15 მარტი 2024 12:03
0
ყველა გამოხმაურება
ეს ამბავი ვიცოდი დაახლოებით 1 წლის წინ, ნაცნობი ძიუდოში მოტრიალე ხალხისგან, ვინც ლუკას იცნობს ყველამ იცის როგორი პროფესიონალიცაა და 100% დადებითად ახასიათებს, რატომ გამორიცხავთ რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არაა გაკეთებული? არ მგონია სპორტსმენები მედიცინაში და ფარმაციაში ერკვეოდნენ კარგად,ის რომ იცოდნენ რისი მიღების უფლება აქვთ და რისი არა, აქ გარკვეულწილად ალბათ იმ ხალხის პასუხისმგებლობაცაა ვინც ძიუდოისტებს კვების რაციონსა და დანამატების მიღებას უდგენს.
საქართველო
15 მარტი 2024 04:03
3
მე ვთქვი გარკვეულ წილად და სრულ პასუხისმგებლობას სამედიცინო შტაბს არ ვაკისრებ. კარგიც არის თუ აიღო პასუხისმგებლობა,რადგან ეკუთვნის კიდეც,რადგან მთლიანი გუნდის "დანაშაულია" და არა კონკრეტული სპორტსმენის,თუ მან დამოუკიდებლად მიზანიმართულად არ მიიღო პრეპარატი,რაც შეეხება იმას რომ აპრილში აუღეს ლუკას ტესტი, აუცილებელი არ იყო ჩემპიონი გამხდარიყო ლუკა, თეორიულად შესაძლებელი იყო ისე "გაეჩალიჩებინათ" ლუკასთვის. მოკლედ მე არც არაფერს ვადასტურებ და არც არაფერს უარვყოფ, მაგრამ ფაქტი ერთია,რომ ლუკა დოპინგზე ჩავარდა და ძალიან ცუდია,არამხოლოდ ლუკასთვის,ზოგადად ქართული ძიუდოსთვის.რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურს,მიუხედავად ლუკას დიდი სიმპათიისა,ჩემი აზრით ბექაური იმსახურებს წასვლას,რადგან ოლიმპიური ჩემპიონია.
საქართველო
16 მარტი 2024 22:33
1
მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ შენ მითხარი არგუმენტები ვის და რატომ უნდა გაეკეთებინა ხელოვნურად ეს ყველაფერი ?! ბევრი იძახის ფედერაციამ ბექაურს გაუთავისუფლეს გზაო, მაშინ როდესაც ტესტი აპრილში გაკეთდა, ხოლო მაისურაძე მაისში გახდა ჩემპიონი. აპრილში ფედერაციას დაესიზმრა, რომ მაისში მაისურაძე ხდებოდა ჩემპიონი და წინასწარ დაიზღვია თავი?! თან იმ დროს ბექაური ულაპარაკო ფავორიტი იყო, ბოლოს მაისურაძისთვის მარტის ბოლოს თბილისის ტურნირის ფინალში ჰქონდა მოგებული. მე როგორც ვიცი დოპინგ ტესტის პასუხს დაახლოებით ერთი თვე სჭირდება და მითუმეტეს თუ რამე აღმოაჩინეს კიდევ უფრო გვიანდება, რომ რამოდენიმეჯერ გადაამოწმონ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ხელის დაფარებით და შეთქმულებების თეორიების აგებით ცუდ სამსახურს ვუწევთ სპორტსმენებს. ვცდილობთ ბავშვებივით ავარიდოთ პასუხისმგებლობა. მე როგორც მითხრეს ექიმმა აიღი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მას სასჯელი შემსუბუქებოდა.
dato
15 მარტი 2024 06:59
1
ფედერაცია ირიბათ იგულისხმება, ანუ ქართულ მხარესთან, ააქვს პრეტენზი, რომ ბექაურს უხსნიან გზას ოლიმპადისათვის ეგ იგულისხმება თუმცა მე არ მჯერა ამის.
H-s
14 მარტი 2024 23:43
8
კომენტატორის კომენტატორს, ნეტავი ერთი მოეშვებოდე ამ რუსების უკუღმართ ხსენებას!!! ლენს არმსტრონგი გაგიგონია? რუსი იყო თუ ამერიკელი, ათობით წელი რომ იტყუა თავი ანტისადოპინგო კომისიამ, ოღონ ამერიკელი ყოფილიყო ტურ დე ფრანსის უცვლელი ჩემპიონი! ხელის დაფარება ის იყო თუ იყო!
გურიიდან
15 მარტი 2024 06:53
6
ძალიან უსამართლოა მისი მხრიდან ფედერაციის და სააგენტოს დადანაშაულება, რადგან ყველაფერი გააკეთდა, რომ მხოლოდ ერთი წელი მიეცათ და ჩემპიონობა არ ჩამოერთმიათ. მე წავიკითხე დადგენილება და გარკვევით წერია, რომ სპორტსმენმა აღიარა და წარმოადგინა პრეპარატი, რომელიც ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეიცავდა იმ აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც მის სინჯში აღმოჩნდა.
ასევე ალოგიკურია, ფედერაციის დადანაშაულება, რომ ბექაურს გზა გაუთავისუფლეს. ტიპს ოლიმპიადის მერე ვარჯიში ეზარება და ტურნირებზე, რონ ჩადის წონას ვერ აბარებს და ხსნიან. სპორტსმენებისთვის ხელის დაფარებით რუსებს ნუ დავემსგავსებით და იმდენს ნუ ვიზამთ საერთოდ აგვიკრძლონ სპორტი.
H
15 მარტი 2024 00:54
5
აქედან გამომდინარე ერთი თვის შემდეგ 2023 წლის მაისში მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული ოქროც ჩამოერთმევა და გადაეცემა ფინალისტ ლაშა ბექაურს.
გია
14 მარტი 2024 23:16
9
ქართული მხარის დიდი ძალისხმევით არ ჩამოართვეს მედალი. მადლობის მაგივრად, როგორც კი გაიგო,რომ მედალი გადაურჩინეს ეგრევე ხალხის ემოციებზე თამაში დაიწყო. რა "პატარა კაცი" ტიპმა მთელი ქვეყანა ააწრიალა, მართლა დიდიან პატარიანად თავისი ერთი ადგილის გადასარჩენად.
dato
14 მარტი 2024 23:46
5
არ გადასცემენ ბექაურს. არა აქვს ასეთი წესი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას.
dato
14 მარტი 2024 23:41
3
დაატანე აბა ტვინს აზრი და ეცადა წაკითხულიდან აზრის გამოტანა "საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში". ანუ გაიგზავნაო.DDD ანალიზი აქ აიღო.
H-s
14 მარტი 2024 22:41
1
შენ ალბათ არ გაქვს,რომ დაატანო და მაგიტო დაღეჭილს და გადამუშავებულს მოგაწოდებ. მე ვისაც ვუპასუხე (ალბათ შენ) ეწერა, რომ ფედერაციამ აუღო ანალიზიო და გერმანიაში გააგზავნა ექსპერტიზაზეო. შენ ეტყობა სიტყვა ანალიზის მნიშვნელობა არ იცი, ალბათ სინჯის/ნიმუშის აღებას გულისხმობდი. სინჯს/ნიმუშს სპორტსმენები აბარებ საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს, რომელიც იგზავნება ვადა-ს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და ამ პროცესთან ფედერაცია არაფერ შუაში არ არის. სინჯის/ნიმუშის ანალიზს უკეთებს ლაბორატორია. სანამ ვინმეს რამეში დაადანაშაულებ ინფორმაციას სრულად გაეცანი ხოლმე. თუ ასე დაინტერესებული ხარ შედი სააგენტოს საიტზე და წაიკითხე დადგენილება. წესით ხმას არ უნდა იღებდეს და პირიქით მადლობას უნდა უხდიდეს ფედერაციას და სააგენტოს, რომ მსოფლიო ჩემპიონობა არ ჩამოართვეს და მხოლოდ ერთი წელი მისცეს. მაგრამ ყველაზე ადვილია იმ ადამიანების ემოციებზე ითამაშო, რომელთაც სრული ინფორმაცია არა აქვთ და ამით გადაფარო შენი დანაშაული.
H
14 მარტი 2024 22:57
2
ეს მაგარი იცით შეთქმულების თეორის მოიფიქრებთ და მერე ყველანაირ მიზეზ გარეშე გჯერათ თქვენ უფრო გაქვთ მიზეზი საფიქრალი რო გაუჩალიჩეს და თვიტონ წარმოდგენა არ აქვს? კვარაცხელიას ვირუსის დროს რაც იყო ვერსიები თუ მარტლა ასეტი მიზეზი არსებობს ყველაზე უკეტ ტვიტონ იცის და წესიტ არ უნდა იყოს ჩუმად იმხელა ავტორიტი აქვს რაც შეეხება იმ ხალხს ბექური მიდის მაინცო ჯერ ერტი სად ნახტ რო გადაწყდა მერე მეორე იქნება და ბექაურმა ტრავმა მიიღო ჰო იქნებოდა იდეალური ჩანაცვლება და მესამე გუნდურისთვისაც შეიძლებოდა წაყვანა ისე რო პირადში სხვა გამოვიდოდა ამიტო ცოტა იაზროვნეთ
სიმართლე
14 მარტი 2024 22:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული