აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.
აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა), ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.
შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.
შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.
სწორედ ამას ჰქვია ბრძოლა! კვლავ მრავალ გამარჯვებას გისურვებ!
კვარაცხელია შენ არ მოგწონს, ქართველი კომენტატორებს ლანძღავ
და რუსებს რა აკადრესო ...
კორსიკელი ნაპოლეონი რომ არ ხარ, გასაგებია, მარა ,
რუსი ხარ, ნაპოლეონ, თუ უბრალოდ რუსეთუმე , ასე რომ იზაბები ?!
პუტინს რომ შევაგინო გეწყინება?!:)
აბა შენა ხარ, რა ! :(((