აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.
აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა), ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.
შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.
შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.
ყველაფერი ცივსისხლიანად და ორგანიზებულად გააკეთა! წინ ოლიმპიადაა, რისთვისაც დარწმუნებული ვარ არაერთი სასიკეთო სტრატეგია და სიახლე აქვს შემონახული, მასაც და მწვრთნელასაც!
წარმატებები ნადირო!
- გილოცავთ ტატოს გამარჯვებას !
- რუსეთის ... აი, ეგრე !
- ყველა რუსეთუმე ქართველისა და ანტილაიქის დამწერისაც !!!
--------------
სულ ეს იყო !
გილოცავ ქართველის განარჯვებას ! :)))